კანონია, ვითომ სახელმწიფომ ვითომ უნდა გააკონტროლოს ვითომ მეღვინის ვითომ ღვინო.
რატომ არ მოქმედებს ეგ კანონი?
თეთრი ყურძენი არაა პრობლემა, ეგ თეთრი ღვინო საქართველოს არ ეყოფა, აქ ნორმალურად რომ დაიწუროს.
ჩემი შვილია ღვინოების მაგარი მცოდნე, აი, ისეთი, ვინცხა ფირმა რეგალიებიანი სომელიე რომ ჩამოდის, ჩემ შვილს ახვედრებენ ხოლმე და ამას წინათ ამბობდა, ეს დედააფეთქებული, ხომ შეიძლება, საფერავიდან დააყენონ საფერავიო?!
არა, მაინცდამაინც ნაირ-ნაირი მთხლეები უნდა გაურიონ და ხალხის დაწამლის ხარჯზე უნდა მოსუქდნენ.
ხომ გამოაცხადეს, მაგალითად, შანიძე რომ გაერევა ღვინოში, იმას არ გავაყიდვინებთო?
სადაა ეგ კანონი, რატომ არ მუშაობს?
ეს ღვინის ქარხნები ფურცელზე დაწერენ, ამდენი და ამდენი ესა და ეს მივიღეთო და მერე ქიმიკოსობენ.
აი, მართლა რომ მიაქციონ ყურადღება იმას, ქარხანას რამდენი და რა ყურძენი შეუვიდა და რა დაწურა, კახელი გლეხების პრობლემაც მოგვარდებოდა.
ახლა რა გამოდის - გლეხი წვალობს, მოჰყავს ყურძენი, ქარხანას კი არ უნდა.
სამაგიეროდ, იმ ქარხნებში ღვინო კეთდება იმდენი, მთელი კახეთის გოჯი მიწა რომ არ მოსცდეს და მხოლოდ ზვარი იყოს გაშენებული, მაგდენი ღვინო მაინც არ გამოვიდოდა.
დიდი ქარხნების ღვინოების 30 % მაინც ფალსიფიცირებულია და ამ ფალსიფიცირებაში კიდევ არ ვგულისხმობ ღვინოს გაბევრებასო, ეგრე შემოგითვალათ ჩემმა შვილმა - გაბევრებულს კიდევ რა უჭირს, შაქარია მაინცო.
დაჟე, რამდენიმე "კომპანია" დაასახელა, საცა ყველა ღვინო ფალსიფიცირებული აქვთ, გამონაკლისის გარეშე.
ცქრიალა ღვინოების დიიიდი უმრავლესობა მთლიანად გაკეთებულია.
სულ სამი დასახელების ცქრიალა ღვინო ჩამოთვალა, რომლის დალევაც შეიძლება.
უი, ის დამავიწყდა, ჩურჩხელას რითი და როგორ ამხადებენ.
შუა ზაფხულში სულ ახალი ამოვლებული ჩურჩხელები რომ იყიდება, რა გგონიათ, ბადაგი ჰქონდათ შენახული და იმით მოაფიშფიშეს?
აი, შუა ზაფხულში ჩურჩხელა რომ მინდა, ვიცი ვისგან ვიყიდო - ხილისგან აკეთებს პატიოსნად ერთი და იმას შევუთვლი ხოლმე.
ხილის ჩურჩხელა.

აი, ქარხნებმა იმდენი ღვინო დაამზადონ, რამდენის ყურძენიც მიიღეს და გლეხიც კმაყოფილი იქნება - მათ ღვინოსაც გამოუჩნდება მყიდველი.
ახლა იმდენი თუ შეუძლია გლეხს, საზღვარგარეთ გაჭრას გზა მისი ღვინოების გასაყიდად, მაშინ გლეხიც არ ყოფილა.
ჰოდა, რამდენი მასეთი გლეხი გინდათ კახეთში, ყველა?
This post has been edited by eeelllooo on 8 Sep 2015, 23:35