თუ სწორად გავიგე აქ საუბარია რეიტინგების სისტემზე, რასაც მივესალმები, ავხსნი რატომაც:
1. შეუძლებელია ყველაფრის წაკითხვა, ფორუმზე, განყოფილებაში კი არა - თემაშიც კი.
2. შესაბამისად საჭიროა რეიტინგის სისტემა, მერე ყველა თვითონ გადაწყვეტს - რა წაიკითხოს და რა არა.
3. თან საკითხი ასე არ დგას, როცა რეიტინგის სისტემა არ არსებობს, მის ადგილს იკავებს სხვა რამე,
ჩვენს ფორმუმზე როგორც მივხვდი მის როლს ცვლის პოსტების რაოდენობა.
4. ეს ძალიან ცუდია, რაადგან იგი უფრო უარყოფითი ინდიკატორია ვიდრე დადებითი
(ამ უმსუბუქესი ფორმულირებით ვიფარგლები და ამ შემთხვევაში "თუ რატომ" დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ,
რადგან მართალი არცერთს არ ვიცნობ არც მაღალ და არც დაბალრეიტინგიანს, და პირადად ვერავის ვერ ვიგულისხმებ,
ქართული ხასიათი ისეთია ყველა თავის თავზე მიიღებს

)
მე უფრო შორსაც წავიდოდი და შემოვიდოდი დამატებითი ინიციატივით:
გამომდინარე შემდეგი პრობლემიდან: ფორუმი (და მისი ისეთი განყოფილებაც კი როგორიც პპოლიტიკაა),
რჩება თითოკაცების საკრებულოდ, სადაც სრული ქაოსია და არავის ესმის ვის რა უნდა და საითკენ მივდივართ,
ბევრი საინტერესო იდეა იკარგება, ბევრი არასწორი კუთხით მიდის და ა.შ. რაც მთავარია
შედეგი არის ნულოვანიმიზეზი სისტემატიზაციისა და დისციპლინის არარსებობაა,
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ახალირაღაცის გამოგონება არ არის საჭირო, არსებოსბ ამის გამოცდილება საზგადოების ისტორიაში:
შევქმნათ ფორუმზე გაერთიანებები (ჯგუფები, ალიანსები... რავიცი რამე ერთიანი სახელის მოფიქრება შეიძლება),
მათ ექნება თავიანთი ცალკე გვერდები წესდება, წევრები და ა.შ.
This post has been edited by Data_TuTashxia on 8 Sep 2015, 16:34
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას ...© კ. გამსახურდია
სიცილი მონის უკანასკნელი ბასტიონია. © ნიცშე.