პარტნიორებმა,არა აქვს მნიშვნელობა პარტნიორთა სიდიდეს,პარტნიორთა ურთიერთობის სფეროს,
უინსტონ ჩერჩილი და კლემენტინა.
57 წელი იცხოვრეს ერთად.კლემენტინა იდეალური ცოლი აღმოჩნდა.
უინსტონი იკეთებდა კარიერას,წერდა წიგნებს,შველოდა ქვეყანას,ჰქონდა ცეცხლოვანი გამოსვლები,
ღამეს კაზინოში ატარებდა,უზომოდ სვამდა,უზომოდ ჭამდა,უზომოდ ეწეოდა.
სამსახურიდან დაბრუნებული მუდამ ბუზღუნებდა,
მუდამ აბოლებდა სიგარას, ყველგან -
სუფრაზე თუ მანქანაში თუ საძილეში,
ფერფლსაც ყრიდა ყველგან-ხალიჩაზე თუ ანტიკვარულ ავეჯზე თუ თავის გამოჩენილ ღიპზე,
იძინებდა ჩაუმქრალი სიგარით და ამ დროს შარვალი და პერანგები შეეძლო ამოეწვა.
იყო ცინიკოსი,ამპარტავანი,მოთამაშე...
სხვა,შეიძლება შეეცდებოდა ასეთი ველურის მოთვინიერებას,
მაგრამ კლემენტინა არასდროს ცდილობდა მის გადაკეთებას.
არ ასწორებდა მის ხასიათს.
არ ასწავლიდა ცხოვრებას.
პირიქით, ღებულობდა უინსტონს ისეთს,როგორიც ის იყო.
თუმცა,ერთხელ მაინც უთაქა.
40-იანი წლების დასაწყისში,როდესაც ჩერჩილს პრემიერ-მინისტრის პოსტის ყოველშემძლეობისგან თავბრუ დაეხვა,
კლემმა უკიდურესად მკაცრი წერილი მისწერა-
"რთულია ურთიერთობა შენთან, არ აქცევ ყურადღებას გარშემომყოფებს,
უნდა იყო ყურადღებიანი ადამიანების მიმართ,
შენ უბრალოდ შეუძლებელი ხარ..."
წერილმა გამოაფხიზლა იგი-ძალაუფლებისაგან თავბრუდახვევა აღარ მოხდა.
ჰოოო,ის არ იყო იდეალური ქმარი.
ვერავინ შესძლო მისი მოთოკვა,
მხოლოდ ცოლმა-"ფისუნია კლემმა" იცოდა ზუსტად,
როგორ გადაექცია ეს მოუხერხებელი/ უხერხული ადამიანი ნამდვილ გენიად-
იმად,ვისაც თანამემამულეები უწოდებენ ბრიტანეთის ისტორიაში
ყველაზე დიდ ბრიტანელს.