თელავის რაიონის ერთ ერთ სოფელში არის ციხე.. უძველესი ციხეა რომელიც 9 საუკუნით თარიღდება..და რომელიც აშენებულია ილარიონ ქართველის მიერ..ვანთის სასახლეზე მაქვს საუბარი...იგი რიყის ქვებით არის აშენებული...იქვე გვერდით მხარეს რიყე ჩამოუდის..
გავიდა 11 საუკუნე და სოფ ვანთის მკვიდრმა მოინდომა სახლის აშენება... მოიფიქრა ასეთი რამ... მივიდა და და ამ ვანთი სასახლეს დინამიტებს ულაგებდა აფეთქებდა და იქიდან აღებული ქვები მიჰქონდა სახლის ასაშენებლად
გავიდა ხანი და ეს კაცი გარდაიცვალა მოულოდნელად რითი არავინ არ იცის 52 წლის ასაკში.... მისი შვილი დაინვალიდდა, მოკლედ ამ სახლში ვერავინ ვერ გაიხარა მთელი ოჯახი დაიხოცა ..

აი ამ სასახლეზე მაქვს საუბარი...
დააკვირდით ქვემოთ მხარეს ეტყობა აფეთქების კვალი ქვები დაძრულია და ჩამოცვენილია კედლებიდან...
აქვე ამ სასახლის მოშორებით არის მცირე ზომის საყდარი... სადაც ერთ დღეს დამთვრალან და ერთ ერთს რომელსაც ღმერთი არ სწამს და არც სცემს პატივს ქრისტიანულ სიმბოლიკებს...ამდგარა ასულა სახურავზე და უქნია ----- ძმას ძლივს ჩამოუყვანია იქიდან დაკრუნჩხული

აი ამ საყდარზე მაქვს საუბარი
ჰოდა რისი თქმა მინდოდა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს
სიწმინდე ისეთი რამეა, რომ ის უნდა იწამო, სუფთა ხელებით და სუფთა გულით უნდა მიხვიდე ამ სიწმინდესთან... რომ შეგეწიოს და ის მადლი რაც აქვს ის უნდა გადმოვიდეს შენზე...
თუ რაღაც ბოროტი ჩანაფიქრით მიუდგები და დაინახავ მასში გამდიდრების შანსს, გამორჩენის მიზეზს ვერ წავა შენი საქმე კარგად.......
gia1970