არა შაბათსაა, 3 ოქტომბერს, მარამ 3 საათამდეა მხოლოდ ხმის მიცემა. ახალი წესია, რომ დათვლა მოესწროს და 7 საათამდე ხმები ჩამოვიდეს, რვის ერთ წუთზე უკვე ბათილია უბანი თუ ხმები არ იყო დათვლილი.
* * *
DIDGORI-GEOკვარაცხელია: რომელ სამართლიან საარჩევნო გარემოზეა ლაპარაკი?!
* 11 დელეგატი ხელფასს ფეხბურთის ფედერაციაში იღებს...
* პროგრამაზე მუშაობა ვერ დავასრულე, რადგან ფედერაცია ბიუჯეტს გვიმალავს და არ ვიცი, ორგანიზაციას რა შემოსავლები და გასავლები აქვს...
* საკუთარი წესდების 11 პუნქტი დაარღვიეს და რომელ სამართლიან საარჩევნო გარემოზეა ლაპარაკი?!
* მოვისმინეთ ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარი, რომ კლუბები წევრებად უეფას რეკომენდაციით მიიღეს, მაგრამ უეფას რეკომენდაციით დაარსდა სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალი და მისი თავმჯდომარე გადააყენეს... ახლა კლუბებმა პირველად მოითხოვეს წევრობა და უარი უთხრეს...
* ივანიშვილი 100-მილიონიანი პროექტის განხორციელებას აპირებდა და წარმოგიდგენიათ, ასეთი ბიზნესმენი ფეხბურთში არ მიუშვეს. მერე რაგბიში მივიდა და ხედავთ, ამ სახეობაში რასაც ვაღწევთ...
* ახლახან ფეხბურთიდან უკვე ილია კოკაია გააგდეს. გაძლევთ პირობას, რომ ჩემი მოსვლის შემთხვევაში მას აუცილებლად დავაბრუნებ. ამ სამარცხვინო პროცესში მონაწილეობა თავად ჩივაძემ არ იკადრა და შეურაცხყოფა გაატარა...
კობიაშვილი: არველაძესთან თანამშრომლობა გამორიცხულია, ის ამ სისტემის ნაწილია
* აღმასკომს არ ჰქონდა უფლება, კლუბების მოთხოვნა არ დაეკმაყოფილებინა. ბათუმის "დინამომ" ევროპალიგაზე ითამაშა, ანუ უეფას ლიცენზიის მოთხოვნები დააკმაყოფილა და ფეხბურთის ფედერაციაში ეუბნებიან, რომ საქართველოს პირობებში ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ეს ხომ პარადოქსია?!
* არჩევნებში ყაველაშვილის მონაწილეობა გამიხარდებოდა და გამარჯვების დიდი შანსიც ექნებოდა. სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა. საინტერესოა, რომ ჩემი დიპლომი იყო მხოლოდ ფედერაციაში. რატომღაც, მისი ასლი რომელიღაც სააგენტოში მოხვდა და ისეთები დაწერეს, მერე ბოდიშის მოხდა მოუწიათ...
* თანამშრომლობა რევაზ არველაძესთან არჩევნების შემდეგ? ის ჩემი უფროსი მეგობარია, პატივს ვცემ და პიროვნული პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ჩვენი ხედვები ერთმანეთს არ ემთხვევა. სამწუხაროა, რომ ის დღევანდელი სისტემის ნაწილია და ჩვენი თანამშრომლობა გამორიცხულია.
ბოლოს კი დავამატებდი, თუ რატომ უნდა გახდეს კობიაშვილი პრეზიდენტი. ასევე ჩემი უფროსი მეგობრის, შოთა არველაძის სიტყვებს გავიმეორებ - კობიაშვილი იმიტომ უნდა გახდეს პრეზიდენტი, რომ ის ყველაზე უკეთესია...
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...uari-thqva.htmlმე ვარ უვიცი და პუნტობრივად რომ ამიხსნა რატომ იტყუებიან ესენი შეგიძლია?