სამი ჩემი ახლობელი კახეთში მგზავრობდნენ და ბარჯის ხევში გაჩერდნენ მწვადის საჭმელად.
ძველი ამბავია, 90 -იანი წლებია. მოკლედ ერთ სამწვადეში აიღეს მწვადი, შოთის პური, ყველი, მწვანილი
და კოკა-კოლა

სამწვადის მეპატრონეს დაუნახია ეს ამბავი, აუღია ერთი დოქი ღვინო და დამჯდარა ამათთან-
ბჯოო გადამთიელები ხო არა ხართ მწვადზე კოკა-კოლა ვის გაუგიაო! აი ჩემ სჩოტში ერთი ხელადა ღვინო დავლიოთო.
იუარეს, არა რულთან ვართ, იქ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მალე უკან უნდა დავბრუნდეთო, მაგრამ ამან არ დაიშალა,
თამადად დაუდგათ, დალია და ამათაც დაალევინა. იმ ერთ დოქს მეორე მოჰყვა, გახურდა ქეიფი, სადღეგრძელოები . .
პატ. თამადა როგორ მოგმართოთო ჰკითხეს.
ბაირამას მეძახიანო.
ვა ეგეთი კაი ქართველი კაცი, მაგარი თამადა და თათრული სახელი ბაირამა რათა გქვიაო?
რა ვქნა ეგრე დამარქვა მამაჩემმაო, მოიბოდიშა.
თქვენ რა გქვიათო, ერთი თქვენი სახელებიც მითხარითო.
მე დიმა, ამას თამაზი და მძღოლს თემურიო .
ვაჰ თქვენიო ...! მერე რომელია მაქედან ქართული სახელი ჩემი რო გაგიკვირდათო?! შაჰ თამაზმა მთელი საქართველო გადაბუგაო, თემურ ლენგმა სისხლი გაგვიშროო.. . დიმაზე კიდე აღარაფერს ვიტყვიო. .