გილოცავთ ყველას.
მეც დავწერ ჩემს არაკომპეტენტურ აზრს

ამდენი გვერდია ვკითხულობ და მაინც ვერ მივხვდი ვინ არიან ის მითიური ,,ბოღმები" ვისი გინებითაც პროჭზე გასკდით.
ვინმეს უნდოდა საქართველოს წაგება? ეგეთი პოსტი ვერ ვნახე.
მეორეც, ასე ჰაერში რომ იგინებით, რა იყო, პირდაპირ თქმის გეშინიათ?

იმის მაგივრად რომ მიულოცოთ ერთმანეთს, ერთად გიხაროდეთ, სულ გადატყანით თემა.
სგსგ
გაიჩითეთ ხოლმე.
რაც შეეხება თამაშს კი არადა მთელ ხუთივე მატჩს. ტურნირიდან ტურნირამდე რომ ვპროგრესირებთ ეგ აშკარაა, მაგრამ იმ ძველ კლიშეებს რაც ჩვენს რაგბს აქვს მაინც ვერ ვცდებით. ისევ ძალისმიერი თამაში და ისევ და ისევ ნაკლები ფანტაზია. დააკვირდით ხოლმე როდესაც კეთდება პასი და ჩვენი მორაგბე იღებს ბურთს, 90 % სიტუაციებში ან ჩერდება და ადგილზე იჭერენ, ან პირდაპირ კაცზე მიდის. ტექნიკა ისევ გვაკლია. თან საკაიფოდ გვაკლია. უფრო შეტევით ტექნიკაზე მაქვს საუბარი. აი რამდენჯერ ვიყავით ასე ვთქვათ 1-1-ზე და რა გააკეთეს.. ყველაზე მეტად კაჭარავა მომწონს ჩვენს ნაკრებში, მაგრამ აი მაგანაც რა ქნა როცა ფლანგზე გარბოდა და ნამიბიელმა გადათელა? ბურთი მიჰქონდა მარჯვენა ხელით, ამიტომ დაცვისთვის ვერ გამოიყენა და ლელოც გაიმაზა. იმის გამო რომ ძალისმიერ ჯახზე ვაკეთებთ აქცენტს, უფრო მალე ვიღლებით ვიდრე მოწინააღმდეგე, იმიტომ რომ უფრო მეტად ვიხარჯებით. ეგრე მგონიასავით, რა ვიცი. კვირიკაშვილის ცრუ მოძრაობები გამიკვირდა, ადრე არ მახსოვდა რომ მისი ასეთი აქტივობა მენახოს.
ნუ, შეცდომები გვაქვს და კიდე ბევრი რამეა გამოსასწორებელი, მაგრამ ეგ სპორტი ვისაც გვიყვარს იმიტომ არ გვიყვარს რომ უნაკლო ნაკრები გვყავს, იმიტო გვიყვარს რომ ბოლომდე თამაშობენ, თან ისე თამაშობენ რო გაიძულებენ შეხვიდე შენც მოედანზე და მე-16 იყო. რავი, მე სულ ეგეთი განცდა მაქვს. ფეხბურთსაც ვგულშემატკივრობ, კალათბურთსაც, მაგრამ ჩვენი ნაკრების რაგბს რომ მოაქვს, ეგეთი არ არსებობს

პ.ს. ხელები შორს კომენტატორისგან. მაგარი კაცია ძაან. და ის მეორეც ,,კვაჭის" რომ ხმარობს