არა, მაგრამ რომც გაგვისწროს ეხლა ეგ მეორე ხარისხოვანია

ქულების დათვლა ძალიან ადვილია. შედიხარ აქ:
http://www.worldrugby.org/rankingsჩვენ გვექნება განახლების შემდეგ 71.45, ნამიბიასთან მოგების გამო.
ფორმულა არის ასეთი:
გუნდის ახალი რეიტინგი(N):
N=O+Δ*Κ*W, სადაც
Ο- არის ძველი რეიტინგი;
K არის 1.5 თუ ქულათა სხვაობა არის 15-ზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში 1;
W = 2 მსოფლიო თასის თამაშებისთვის, ისე 1;
Δ = M+0.1*(U-O) როცა გუნდებს შორის რეიტინგებს შორის სხვაობა 10-ზე ნაკლებია.
სადაც M=1 თუ გუნდმა მოიგო, M=0 ფრეს შემთხვევაში, M=-1 თუ გუნდმა წააგო;
O არის გუნდის ძველი რეიტინგი; U არის მოწინააღმდეგე გუნდის ძველი რეიტინგი;
როცა რეიტინგებს შორის სხვაობა 10-ზე მეტია:
Δ=0, თუ მაღლა მდგომი გუნდი იგებს
Δ=+/-1, ფრეს შემთხვევაში
Δ=+/-2 თუ მაღლა მდგომი გუნდი აგებს
ეხლა რუმინეთის მოგების შემთხვევაში, დავუშვათ 15 ქულაზე ნაკლები ქულით, ახალი რეიტინგი იქნება:
N=66.28+(1+0.1*(71.46-66.28))*2*1=69.32