ის რაც სონი ბილმა გააკეთა და ის ხიბლი რაც რაგბის აქვს არის იმის გამო რომ ჯერჯერობით ხერხდება რაგბი დადგეს ბეწვის ხიდზე
ამას ქვია ბეწვის ხიდი პროფესიონალურ და სამოყვარულო სპორტს შორის
საშუალო მორაგბის ხელფასი (ავსტრალია, ახალი ზელანდია) შეაგდენს დაახლოებით 250 ათას დოლარს (წლიურს).
ეს იმას ნიშნავს რომ თუ მიანცდამიანც ფულის მოხვეჭა გინდა და მასში ბანაობა
ფერარი, ვილა, ყოველდღე სხვადასხვა ნაშა და შამპანურით აუზის ავსება არ გამოგივა
შენ წლის განმავლობაში იღებ იმდენს რამდენიც პრემიერლიგის ფეხბურთელი თვის განმავლობაში
თუ ფულზე გიჟდები მაშინ წადი ბიზნესი აკეთე დალაგებულ რეგიონში ხარ და დიდი შანსია წლიურად ამაზე ნაკლები არ გქონდეს
და არც საშუალოდ 7-10 წელი გაგრძელდება ეს პროცესი არამედ ღრმა სიბერემდე
თუმცა ისაც ფაქტია რომ წლიური 250K ყველანაირ ცხოვრებისეულ პრობლემას გიგვარებს და ვივუსის სესხი აღარ გჭირდება
შედეგი:
რაგბს თამაშობენ არა ფულისთვის არამედ იმიტომ რომ უყვართ ეს თამაში
მისით ცხოვრობენ და ანაზღაურება არის მეასეხარსხოვანი
სონი ბილი ქონდა ძალიან კარგი ხელფასი როცა საფრანგეთში თამაშობდა
მაგრამ მოენატრა მშობლიური რაგბი ლიგა (13 კაცა რაგბია ეს სხვა სპორტის სახეობაა ამ განყოფილებაში უნდა დავამატო)
მიანება თავი დაბრუნდა სამშობლოში ორჯერ ნაკლები ანაზღაურებით გააგრძელა თამაში სამაგიეროდ უფრო დიდი სიამოვნებას იღებდა
რადგან კაცი რომ ბექადაა დაბადებული ის იმ დრიავს ვერ მიიღებს საფრანგეთის ჩემპიონატში რასაც მიჩვეულია.
მერე გაუჩნდა შანსი ოლ ბლექსი ეთამაშა მიატოვა ეს საკმაოდ კომფორტული ლიგაც უკვე მეორედ და შავებს შეურთდა.
თან არ დაგვავიწყდეს რომ მოკრივეცაა და პროფესიონალებს ებრძვის.
ანუ იმ დროს როცა რაგბის ვერ თამაშობს (სეზონებია და აქაც აქვთ შესვენებები ) კრივს უთმობს.
პროფესიონალს ვერაფრით ვერ დავარქმევთ
რის პროფესიონალია რაგბი უინიონის, რაგბი ლიგის თუ კრივის.
უპასუხისმგებლობაა ერთი შეხედვით
რომ ერთგან იღებ ხელფასს და მოერეგან ათეთქვინებ თავს და შეიძლება ამის გამო თამაში გამოტოვო
მაგრამ სონი ბილია
ისეთი სპორტსმენი როგორებიც იყვნენ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცის დასაწყისში
მაშინ ფეხბურთელებიც ესეთები იყვნენ, კალათბურთელბიც და ჰოკეისტებიც.
კიდევ მეორე გადასარევი ამბავი
რაგბი ლიგის ვარსკვლავია ჯარედ ჰეინი
სუპერვარსკვლავი და შესაბამისად ქონდა ძალიან მსუყე ჯამაგირი მილიონ ავსტრალიურ დოლარზე მეტი
ამერიკულ დოლარზე სადღაც მილიონამდე
ჰოდა დიდების პიკში მიატოვა ლიგა მე ჩემი ამერიკული ოცნება უნდა ავიხიდინოო
დაიკიდა ხელფასი და წავიდა ამერიკაში ამერიკული ფეხბურთის სათამაშოდ.
შემდეგი პირობებით თუ მოხვდებოდა ძირითად გუნდში 400 ათასი დოლარი წლიური.
თუ ვერა 100 ათასი დოლარი.
ჯერ მოხვდა და გუშინ გამორიცხეს ეხლა აღარ ვიცი რამდენს აიღებს.
ფაქტია მინიმუმ 600 ათასი დოლარი დაკარგა.
აი ესეთი ახირებული ხალხია მორაგბეები
ამიტომაც მიყვარს