მე მინდა, რომ ამ თემის განხილვა მოხდეს საზოგადოებრივი პრობლემის ჭრილში და ამიტომაც გავხსენი აქ (ამ განყოფილებაში), რომ უფრო ფართო საზოგადოება ჩასწვდეს პრობლემის არსს, თორემ ავტომოყვარულთა განყოფილებაში ისედაც გადაღეჭილია და იქ ყველამ ისედაც იცის ეს ნიუანსები.
დავიწყებ იქიდან, რომ ძალიან ბევრს გვყავს მანქანა. მაგრამ ვისაც არ გვყავს იმისთვისაც თვალშისაცემი იქნება ის ქაოსი და განუკითხაობა, რაც ჩვენს გზებზე სუფევს, ქალაქში თუ ქალაქ გარეთ, ტრასებზე.
ამაში ვსცოდავთ როგორც მძღოლები, ასევე ფეხით მოსიარულენი. დაბალია ზოგადი კულტურა და აღნიშნული კუთხით განათლების დონე.
ამ თემის განხილვით, თუნდაც 1 ადამიანი თუ გამოიტანს სწორ დასკვნას, ესეც მიღწევა იქნება, თუმცა 1 და 2 მერცხალი გაზაფხულს რო ვერ მოიყვანს ესეც ფაქტია.
მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მოქალაქე იყოს პოლემიკაში ჩართული, ქალი თუ მამაკაცი, ახალგაზრდა თუ ასაკოვანი. ახალი ნიუანსის სწავლა თუ ათვისება არავისთვის არ უნდა იყოს სათაკილო და ბევრი რომ არ გავაგრძელო პირდაპირ პრობლემებზე გადავალ, რომელსაც პირადად მე ძალიან ხშირად ვაწყდები და რომლებიც გასათვალისწინებელია ყოველი ჩვენგანის მიერ. გთხოვთ თქვენც განავრცოთ თემა, გაითვალისწინოთ ყოველივე და მოუწოდოთ ყველას, თქვენს მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს ზედმიწევნით დაიცვან მოძრაობის წესები, დაწერილი თუ დაუწერელი კანონები. ვფიქრობ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს ამ კუთხით აგიტაცია/საგანმანათლებლო საქმიანობას. მედიამაც უნდა თქვას თავისი სიტყვა და არ უნდა იყოს ჩუმად.
კარგი იქნება საზმაუსაც თუ მივაწვდენთ ხმას, რომ საჭიროა რაიმე რუბრიკის შემოღება ან შესაბამისი, თუნდაც რამოდენიმეწამიანი ვიდეო რგოლების ჩვენება.
ჩქარა რო არ უნდა იარო, ნასვამი რო არ უნდა დაჯდე საჭესთან, ეს ისეთი ნიუანსებია, რომელიც ისედაც ცხადია და ბევრ ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს. ამაზე ნაკლებად გავამახვილებ ყურადღებას.
მე უფრო სპეციფიკურ პრობლემზებზე გავაკეთებ აქცენტებს.
ყველაზე ხშირი პრობლემები, რომლებიც თვალშისაცემია ქართულ რეალობაში და ფიქსირდება მძღოლების მხრიდან:
- მივეჩვიოთ შუქნიშანზე გავლის წესს. სამარცხვინოა 21-ე საუკუნეში ამაზე საუბარი;
- მივეჩვიოთ "ზებრაზე" ქვეითთათვის გზის დათმობას, კეთილ ვინებოთ და გავაჩეროთ როცა ადამიანი გადადის იქ, სადაც მისი გზაა. ხოლო ფეხით მოსიარულებმაც მოითხოვეთ მძღოლისგან, დაგითმოთ გზა იქ, სადაც თქვენი გადასასვლელია;
- "პარკინგი" გასაგებია რო უსერიოზულესი პრობლემაა, მაგრამ ეცით პატივი სხვებს და პირველ რიგში საკუთარ თავს. დააყენეთ მანქანა ისე, რომ 2-3 მანქანის ადგილი არ დაიკავოთ, სხვასაც დაუტოვეთ სივრცე. ნუ დააყენებთ მანქანას ისეთ ადგილას (სადარბაზოს შესასვლელი, ინვალიდის ეტლისთვის განკუთვნილი ასასვლელი ტროტუარზე, ეზოში შესასვლელები და ა.შ.), რომ საგინებლად გაიხადოთ თავი;
- მრავალზოლიან ქუჩაზე დაიცავით ზოლი და მისდიეთ მას, ნუ ხტუნაობთ იქით-აქეთ და თუ იცვლით ზოლს, გაიხედეთ სარკეში რო აკონტროლოთ თქვენს გვერდით და უკან მომავალი მანქანები;
- ნებისმიერი მანევრის დაწყებისას (გადაჯგუფება, მოხვევა, გზაზე გამოსვლა და ა.შ.) იხმარეთ მოხვევის ნიშანი ("პავაროტნიკი"). დაიმახსოვრეთ ეს ფუნქცია მანქანას იმისთვის კი არა აქვს, რომ იმ დროს ჩართოთ როცა პატრულია ახლოს და არ დაგაჯარიმოს, არამედ იმისთვის რომ სხვა მაქანის მძღოლმა წინასწარ დაინახოს რა მოძრაობას აპირებთ, რომ იმან დაიჭიროს თადარიგი. წინასწარ ჩართეთ მაშუქი, თორემ რო მოუხვევთ მერე მისი ჩართვა აზრს კარგავს;
- სანამ დაღამდება მანამდე აანთეთ მანქანის განათება (ფარები), განსაკუთრებით გვირაბში და ასევე წვიმიან ამინდში რო ჩამობნელდება. ზოგს გონია ვხედავ ყველაფერს და რა საჭიროა? თქვენ კი ხედავთ, მაგრამ აუცილებელია სხვამაც დაგინახოთ თქვენ, ანუ ფარებჩაქმვრალი რო მიყვები და უსწრებ, შეიძლება წინა მანქანამ ვერც დაგინახოს რო უკან მიყვები, გზას ჩაგიჭრის და დაეჯახები. ამისი ნათელი მაგალითია, თქვენ თვითონ დააკვირდით სარკეში, თქვენს უკან მომავალ ფარებჩამქვრალ მანქანას და მიხვდებით რასც ვგულისხმობ;
- ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ე.წ. დალნებით სიარული. დაიმახსოვრეთ, ამითი უდიდეს დისკომფორტს უქმნით სხვა მძღოლებს (მათ შორის თქვენს წინ მიმავალ მანქანასაც. დაფიქრდით რა საჭიროა "დალნი" როცა უკან მიყვებით მანქანას, ხო ისედაც ხედავთ ყველაფერს. წინა მაქნანას კი ძალიან ცუდ სიტუაციაში აგდებთ) და უფრო მეტიც, მათ უქმნით ავარიულ სიტუაციას, ფაქტურად აბრმავებთ, რასაც შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყვეს. იმის გულისთვის, რომ თქვენ კომფორტულად ხედავდეთ, სხვას ნუ გახვევთ შარში;
- ისწავლეთ მარჯვენა ზოლში სიარული (მოძრაობის წესებშიც წერია, რომ აკრძალულია მარცხენა ზოლში მოძრაობა, თუ მარჯვენა თავისუფალია);
- მშობლებო, ნუ გიზით წინა სავარძლებზე ბაშვები, მათ შორის მუხლებზეც და განსაკუთრებით ბავშვი ფეხზე რო დგას და "ბარდაჩოკს" მიყუდებული რო იყურება წინ, თქვენ ამითი მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნით, რატომ? რატომ და თანამდროვე მანქანები აღჭურვილია აირბაგებით და ნებისმიერ ავტსაგზაო შემთხვევისას (თუნდაც თქვენი ბრალი არ იყოს და მოულოდნელად აქეთ დაგეჯახოთ ვინმე) შესაძლოა გაიშალოს და ამ დროს მის სიახლოვეს თუ იქნება ბავშვი, არ მინდა იმაზე საუბარი რა მოხდება;
- ნუ საუბრობთ მობილურზე. გააჩერეთ და ისე ილაპარაკეთ. ალბათ ბევრ თქვენგანს მიგიქცევიათ ყურადღება, ტიპები როგორ მიგულაობენ ხოლმე მარცხენა ზოლში, იდაყვის დასაყრდენზე დაყრდნობილი, მობილურზე მოსაუბრე და სულ ცალ ფეხზე რო ჰკიდია გარშემო რა ხდება. ამაზრზენია მეგობრებო. თუ მაინცდამიანც არღვევთ და არ ჩერდებით და ისე საუბრობთ, სხვას მაინც ნუ შეუქმნით დისკომფორტს;
- საცობები და საცობები, ტოტალური თავხედობა და უკულტურობა. ნუ გადადიხართ და ნუ კეტავთ საპირისპირო მოძრაობის გზას. უკულტურობას რო თავი დავანებოთ, ნუთუ იმასაც ვერ ხვდებით, რომ ამითი უფრო აფერხებთ და ხერგავთ მოძრაობას?
ფეხით მოსიარულენო, ყველაზე დიდი პრეტენზია თქვენს მიმართ:
- ნუ გადადიხართ იქ, სადაც გადასასვლელი არაა;
- დაიმახსოვრეთ !!!, ღამით რო გადადიხართ ქუჩაზე, ძალიან ფრთხილად იყავით, გაატარეთ მანქანა და მერე გადადით, ნუ ჩაუხტებით წინ. თქვენ გგონიათ, რომ მხედავს მძღოლი და ხო არ დამეჯახება? სინამდვილეში, უმეტეს შემთხვევაში არ ჩანხართ. რა თქმა უნდა მძღოლს არ უნდა რო დაგეჯახოთ, მაგრამ ვერ გხედავთ ბოლო მემანტამდე და თქვენ თვითონ იგდებთ თავს საფრთხეში და თან, მდგომარეობას დამატებით ამძიმებს ის გარემოება, რომ საქრთველოში ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა მუქი ტანსაცმლით დადის. დაუკვირდით თქვენ თვითონ მძღოლის პოზიციიდან, ან მის გვერდით როცა იჯდებით და მაშინვე მიხვდებით რას ვგულისხმობ;
- მშობლებო, დედებო, ნუ მიაჩვევთ ბავშვ ქუჩაზე გადარბენას, ეს მავნე ჩვევა შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს. ბერჯერ მინახია დედა რო მიიყვანს ბავშვს შუა გზამდე (ღერძულა ხაზამდე), მერე რო გაუშვებს ხელს და გაიქეციო რო ეტყვის. ეს უდიდესი შეცდომაა დანაშაულის ტოლფასი. ასეეთ ბავშვებს უვითარდებათ ჩვევა, რომ ესეა საჭირო ქუჩის გადასვლა და ზუსტად ეს ბავშვებია, მერე რო გადაგვირბენენ ხოლმე მანქანის წინ თავჩაღუნულად, გამოუხედავად;
- ახალგაზრდებო და ყველას ეხება ეს, რო დაგითმობთ მძღოლი გზას იქ, სადაც არ გეკუთვნით, ნუ მიიზლაზნებით და დროზე გაადგით ფეხი, ზიზღს იწვევს თქვენი საქციელი და უდარდელობა.
ეს იყო მოკლედ, თორემ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი.
გამოთქვით თქვენც, თქვენი მოსაზრებები.
შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანოთ.
თუ გნებავთ სამარცხვინო მძღოლები დავაფიქსიროთ და "გამოვაჭენოთ", ფოტო ვიდეო მასალა.
ველი თქვენს იდეებს. მადლობა ყველას, წინასწარ