ბიძინას მივცეთ ხმა, ბიძინას მომავალ არჩევნებზე და ააშენებს ქვეყანას....
მაგრამ ბიძინას თუ არ მივცემთ ხმას, მაშინ ან ნინოს ან ყველგან ყოველთვის ყველაფერში ჩაჯმულ ალასას, ან კიდე ქალბატონ ირმას ავირჩიოთ ხომ უმრავლესობით?
მაგათ მე როგორც ვატყობ - მიშა ჯობია ისევ ყველას....
არც თხილის მოსავალი მაქვს წელს, არც სიმინდისა და ლობიოს.... სახლში ეზოში დედაჩემმა ვერც კიტრი და პამიდორი მოიყვანა წელს.... ჯერ იყო და 1 თვე ისე გავიდა მზეს არ გამოუნათებია..... და დედა ეტირა ყველაფერს... (მაგრამ არ იყო მთლად ,,მომსპარი" ყველაფერი)
მერე მზეც გამოვიდა და ისე რომ სუყველაფერი გაახმო...
და 2 თვე საერთოდ არ მოუწვიმია..... ( ზოგიერთი რეგიონებისაგან განსხვავებით გურიაში სარწყავი წყალი იყოს სადმე მე არ მეგულება)
მერე 2 კვირის უკან კახეთში ვიყავი, და იქ სიმინდი ვნახე....... მთელი გურია რომ დაიარო ვერც მასეთ სიმინდის ყანას ნახავთ სადმე და მგონი მთელს გურიას არ ექნება ისეთი მოსავალი როგორიც იმ ჩემ მასპინძელ კახელს ექნება წელს
პ.ს
კახელებო, გადადით სიმინდზე....
პ.პ.ს
გამიხარდა ისეთი სიმინდის ყანა ვნახე მართლა.... შარშანაც ამაზე უკეთესი სიმინდის მოსავალი გვქონდაო დამხვდურებმა გვითხრეს.....
სუფრა რომ გაიშალა, მე როგორც გურულს ერთი რამ მაინტერესებდა, მჭადს როგორ აცხობდნენ კახელები..... ზეთით თუ მშრალად....
აბა წავიდა იქ განთქმული კახური სუფრა მთელი თავისი სილამაზითა და ლაზათით....
მჭადი კი არ ჩანს... არადა გუდის ყველი და მჭადი, - და მე შეიძლება კაიფში გავიპარო

გუდის ყველი კი საქონლის და გინდაც ცხვრის ისე ყრია სუფრაზე რომ ნერწყვები მომდის....
მჭადი არ ჩანს, - უკვე შევზარზოშდით.... კაი ტანინიანი ღვინით.....
ხორცის ჭამით რომ გული დავიკმაყოფილე, - მერე შეპარვითღა ვკითხე მასპინძელს, - კარგი მჭადიც იციან-თქო ალბათ თქვენსა....
რას ამბობ კაცოო, შემომიბრუნდა უკვე ლოყებაწითლებული კახელი ჯიგო.... მაგას ჩვენთან ვინა სჭამსო, სახლში მაგაი როგორ დავაცხობთო
ეგ რაც მოგვყავს საქონლისა და ღორებითვინ გვინდაო....
განა მაგას როგორღა სჭამენო?
გავშრი
არადა სუფრა იყო ეგეთი რომ, - ავ თვალსა არ ენახვებოდა.....
თან ისე მითხრა იმ დალოცვილმა რომ ენა ჩამივარდა
სუფრის ბოლომდე სადღეგრძელოების დროს მხოლოდ გაუმარჯოს-თქო ვამბობდი..... და სახეზეც ალბათ ნამეტნავად სიწითლე შემომაწვა... არა იმდენად ღვინისგან.....
2009 წელს მიშას შეგინებისთვის, - 2013 წელს დავორნილი.
ნაცები და ქოცები
ერთად დასახოცები.....
მირბის მიგვაფრენს
უგზოუკვლოდ ჩვენ ჩვენი ,,ლარი",
ქართულ ოცნებას ვენდეთ,
და ხელში შეგვრჩა ჩვენ ,,ჩოილარი".........