თანამედროვე ინფორმაციების ხანაში, არაფერი გამორიცხული არ არის.
სადაც სნოუდენი გაიქცა მოსკოვში და ვიკილიკსის ამბები მოხდა, იქ არაფრის 100% გარანტირება არ შეიძლება.
გარდა ამისა,
თუნდაც იგივე კუბის ან ირანის შემთხვევაში, ამერიკა აწყობდა გადატრიალებას/ეხმარებოდა შეიარაღებულ ორგანიზაციას რათა შეეცვალა ამერიკის მტრული რეჟიმები. ამერიკულ საზოგადოების უმრავლესობა ამ ფაქტს საკმაოდ გულგრილად თუ არა ფარული მოწონებით შეხვდა (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლევაკურ გამოცემას და ჟურნალისტ-პუბლიიცსტებს).
ბოლო ბოლო, სახელმწიფოს ვალია რომ პრევენციის მიზნით დაიცვას თავი მტრული რეჟიმებისგან. აბა მაშინ დაზვერვა და უშიშროება რა ჩემ ფეხად გინდა?

რაც თვისობრივად სხვა შემთხვევაა, ვიდრე ის ინფორმაცია რომ ამერიკა მხარს უჭერს საიდუმლოდ იმ ისლამისტურ ორგანიზაციას, რომელიც იყო ალ-ქაიდას ნაწილი დიდი ხანი, იმ ალ-ქაიდასი რომელმაც 11 სექტემბერი მოაწყო და 5000 ამერიკელი მოქალაქე მოკლა.
შენ წარმოგიდგენია რა დონის სკანდალია ეს?
ეს პოლიტიკური თვითმკვლელობაა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის როგორც მინიმუმ და ამერიკის საერთაშორისო რეპტაციისთვის დიდი დარტყმა.
რა ბენეფიტებიც არ უნდა იყოს წვრილ-წვრილი ამ პატარა ექსტრემისტული ცენტრების საიდუმლო დახმარებით (თეორიულად ისიც, პრაქტიკულად ისევ ბუმერანგივით მობრუნდება ეს ომები) - ამის გაჟონვის რისკი იმდენად დიდია, რომ არც ერთი რაციონალური მმართველი ამას არ გააკეთებს.
თან ამას დაუმატე, რომ საქმე მხოლოდ ამერიკის სპეცსამსახურებს არ ეხება, არამედ ამ ოპერაციაში "ჩართულია: რუსეთთან მოსაზღვრე და რუსეთზე მომუშავე რეზიდენტურით გაძეძგილ ქვეყანის ხელმძღვანელობა, (პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიუხედავად, მიშას დროსაც ასე იყო).
ხოდა ამ დინამიტით სავსე ველზე, რომელი სულელი გაბედავს მსგავსი დირექტივების მიცემას?
ვაითუ რომელიმე ქართველი კოლეგა ორმაგი აგენტია ან სამმაგი?
ასე რომ, ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობის უტრაკობას - ამერიკას ვერ შევტენით ახლა.