აკრძალვით ამ პრობლემას არაფერი ეშველება.
აკრძალავ მარჯვენასაჭიანებს? ყველა გადავა მარცხენაზე.
ძველს აკრძალავ, ახალზე გადავა და ა.შ.
აკრძალვა მაქსიმუმ უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მიზნით შეიძლება გამოიყენო.
საცობების აკრძალვებით განტვირთვა, არის ძალიან პრიმიტიული გადაწყვეტაა.
ასევე საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, გზებისა და ხიდების დამატებას.
მოკლევადიან პერიოდში, შეიძლება შემსუბუქდეს გადაადგილება მაგრამ დამატებითი გზები, კიდევ უფრო მეტ სტიმულს და მოტივაციას მისცემს ადამიანს,
რომ კერძო მანქანა იყიდოს და საბოლოოდ ისევ კოლაფსამდე მივალთ.
აზროვნება თუ გიჭირთ და გეზარებათ, არ არის საჭირო ერთი ორგანოს წელვა, შეხედეთ განვითარებულ ქვეყნებს.
რა ეგენი დებილები არიან, მილიარდობით ფულს რომ ხარჯავენ საზ. ტრანსპორტის განვითარებაში?
ან კიდევ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ შუქნიშანი და ზებრა გადასასვლელი აქვთ, ვერ ხვდებიან რომ მოძრაობას აფერხებენ და ქართველები მიხვდნენ?!
ნორმალურია, რუსთაველი ტრასად რომაა ქცეული და ადამიანმა მიწის ქვეშ რომ უნდა იაროს, ხოლო სანაპიროზე საერთოდ რომ ვერ მოხვდები?!
ელემენტარულია, რომ საზ. ტრანსპორტით გაცილებით მეტი ადამიანის გადაყვანაა შესაძლებელი, გაცილებით სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით,
ვიდრე კერძო მანქანებით. პლუს გარემოსაც ნაკლები ზიანი ადგება.
მანქანების კომფორტზე კი არა, ფეხით მოსიარულეთათვის, ელემენტარულ გადაადგილების პირობებზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ.
როცა ადამიანს, ქუჩის გადასაკვეთად, ხიდები, კიბეები და მსგავსი ბარიერები არ ექნება გადასალახავი, პლუს სწრაფი, იაფი და ხელმისაწვდომი გადაადგილების საშუალება ექნება, მეტრო/ტრამვაი/საბაგიროს სახით, ის უკვე აღარ იფიქრებს მაქნანის შეძენაზე.
ასევე, მანქანის მფლობელებსაც ექნებათ არჩევანი, დახარჯონ ფული და ნერვები საცობებში დგომით, თუ დატოვონ მანქანა სახლში და იმგზავრონ საზ. ტრანსპორტით.
ამის შემდეგ, უკვე შესაძლებელი იქნება აკრძალვებზე ფიქრიც, რადგან ადამიანს ალტერნატივა ექნება.
ახლა ავტობუსებში ისედაც არაა ადგილი და მძღოლები რომ მანქანებიდან ჩამოყარო რას მივიღებთ?
This post has been edited by Accident on 14 Sep 2015, 22:59