DRAKONIგიგი უგულავას 2013 წელს ქონდა წაყენებული ბარალი უფლება მოსილების გადამეტება და მიესაჯა წინაპატიმრობა. 2015 წლის 14 მარტს ბრალი დაუმძიმდა მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით და ამის საფუძველზე მიესაჯა კვლავ წინაპატიმრობა, რის შემდეგაც 9 ტვიანი ვადის ატვლა დაიწყო ახლიდან.
თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, ბრალი დაუმძიმდა.
გიგი უგულავას ადვოკატის ბექა ბასიალიას თქმით, ფაქტობრივად ბრალდების შინაარსი არ შეცვლილა და დაამძიმეს მუხლები. საუბარია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და თანხის გაფლანგვაზე. საქმეს დაემატა მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვა და ლეგალიზაცია.კერძოდ, გიგი უგულავას ბრალი ედებოდა 333 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დღეს კი მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით, მას 182-ე და 194-ე მუხლებზე დაუმატეს.
ბექა ბასილაიას თქმით ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ გიგი უგულავას 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 2 აპრილს გასდის და პროკურატურა ცდილობს, უგულავა ციხეში დააკავოს. უგულავას ადვოკატი ვარაუდობს, რომ პროკურატურა დღესვე მიმართავს სასამართლოს, უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით
http://www.tabula.ge/ge/story/93798-tbilis...rali-daumdzimdaუგულავას ადვოკატმა გაასაჩივრა საკონსტიტუციოში და საკონსტიტუციომ დადო განაჩენი, სადაც წერია რომ:
"საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების საკმარისი საფუძველის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ გატარებული ნებისმიერი სისხლის სამართლის ფარგლებში."
ანუ, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობა, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების საკმარისი საფუძველის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ გატარებული ნებისმიერი სისხლის სამართლის ფარგლებში, აღარ დაიშვებაო.
ზუსტად ამ განაჩენის საფუძველზე გაუქმდა 2015 წლის 14 მარტს წარდგენილი ბრალის საფუძვლზე მისჯილი წინაპატიმრობა, ვინაიდან უგულავას 2013 წლიდან მოყოლებული უკვე ქონდა მოხდილი 9 თვე. ამიტომაც 2015 წლის 14 მარტს წარდგენილი ბრალდების საფუძველზე წინაპატიმრობა აღარ ეკუთვნოდა.
ეს იგივეა, რომ დილით უგულავას კაცი რო მოეკლა, მას უბრალოდ ახალ ბრალს წარუდგენდნენ და წინაპატიმრობას ვერ მიუსჯიდნენ, როგორც ვერ მიუსაჯეს 2015 წლის 14 მარტს (უფრო სწორედ მიუსაჯეს და გუშინ თქვეს არაკანონიერად მიესაჯაო)
ეს იგივეა ტიპს რო ქონდეს მისჯილი წინაპატიმრობა უფლებამოვალეობის გადამეტების გამო და 9 თვის შემდეგ გამოძიებამ დაადგინოს რომ მას კაციც ყავს მოკლული, პროკურატურა მხოლოდ ახალ ბრალს წაუყენებს მკვლელობაზე და წინა პატიმრობას ვეღარ მოითხოვს, ვინაიდან პირს უკვე მოხდილი აქვს წინაპატიმრობის 9 თვიანი ვადა.
თუ ეს მასე არაა რასაც მე ვიძახი, რის საფუძველზე გააუქმეს 2015 წლის 14 მარტს მისჯილი წინაპატიმრობა? და რატო არ დაიწყო ახალი 9 თვიანი ვადის ათვლა 2015 წლის 14 მარტს. და საერთოდ, რატო გამოუშვეს მაშინ უგულავა?