#45702283 · 17 Sep 2015, 12:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უგულავა არის თუ არა კრიმინალი ეს ჩვენ მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვიცით, ჩვენი ვარაუდების გამყარება ან გაქარწყლება ევალება პროკურატურას და სასამართლოს, რომელმაც ფაქტებით და ფაქტების ერთობლიობით უნდა დაამტკიცოს ან ერთი ან მეორე. სამწუხაროდ სასამართლომ ვერც გამამტყუნებელი და ვერც გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ვერ შეძლო 9 თვეში კი არა 14 თვის ანუ წელიწადსა და 2 თვის ვადაში. შესაბამისად მე არსებული სიტუაცია მაფიქრებინებს რომ ან უგულავა უდანაშაულოა ან პროკურატურას არ ყავს კადრები და ვერ მუშაობენ გამართულად, მოკლედ რომ ვთქვათ დილეტანტები არიან. მიუხედავად იმისა პირველია სიმართლე თუ მეორე ადამიანს რომელსაც ვერ უმტკიცებ დანაშაულს არ შეიძლება მუდმივად გყავდეს გამომწყვდეული ციხეში და 2–3 თვეში ერთხელ უმატებდე ახალ ბრალდებას, იმიტომ რომ არ გამოვიდეს. რა გამოდის? იჯდება უგულავა 9 თვე, ვერ დაუმტკიცებენ ერთ დანაშაულს, 8 თვეში და 29 დღეში ახალ ბრალს წაუყენებენ, მერე ამას გამოიკვლევენ 8 თვე და 29 დღე მერე ისევ ახალი და ა.შ. გამომდინარე აქედან ვფიქრობ რომ უგულავა ციხეში იმიტომ უფრო ზის რომ მოქმედი მთავრობა მას მტრად აღიქვამს, ვიდრე იმიტომ რომ მას რამე დანაშაულს ედავებიან. რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს უგულავას მონაწილეობას დანაშაულებრივ ქმედებებში, ისევე როგორც არც ამტკიცებს და არც ის მადარდებს დიდად რომელიმე ყოფილი ან მოქმედი ჩინოვნიკი იჯდება თუ არა ციხეში, იმიტომ რომ ჩემთვის სულ ერთია რა ერქმევა ჩინოვნიკს და ვიზუალურად როგორ იქნება, ყველა ერთნაირია და ერთმანეთს ანაცვლებენ, მაგრამ სახელმწიფოსთვის, სასამართლოსთვის და მთავრობისთვის ნამდვილად დამღუპველი დანაშაულია ადამიანი გყავდეს ციხეში იმიტომ რომ შენ გაქვს ეჭვი, თუნდაც მყარი... გენიალური ფილმია "12 განრისხებული მამაკაცი" თუ სწორად მახსოვს რეჯინალდ როუზის სცენარია, ხოდა მთელი ფილმი იმაზეა აწყობილი რომ თუკი დავუშვად 10 ეჭვმიტანილი გყავს რომლიდანაც ერთი ნამდვილად დამნაშავეა, სჯობს ათივე გაუშვა და ის ერთი დამნაშავე იყოს თავისუფალი, ვიდრე ათივე დაიჭირო და 9 უდანაშაულო ადამიანი გყავდეს ციხეში... რა ვიცი, შეიძლება აქ იმის მტკიცებაც დაიწყოთ რომ ვიღაც ისეთი კრიმინალია რომ სჯობს 9 კაცი უდანაშაულო იჯდეს ციხეში, მაგრამ ის ერთიც გამომწყვდეული იყოს, მაგრამ სანამ ასეთ რამეს გაიფიქრებთ, იმაზეც დაფიქრდით რომ იქნებ იმ ცხრიდან ერთ-ერთი თქვენ ხართ... რომელი მოაწერთ ხელს რომ დავუშვად 14 წელი იჯდეთ ციხეში, იმიტომ რომ უგულავაც იქ იყოს? ასე რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართოს ფუნქცია ის კი არ არის მსჯავრდებული ამტკიცებდეს თავის უდანაშაულობას, სასამართლო უნდა უმტკიცებდეს მას დანაშაულს! რაც შეეხება უშუალოდ თემას, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ ყველა მთავრობას ისეთი სასამართლო სისტემა უნდა და აწყობს როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ დღეს რაღაც (ჩემთვის უცნობი და აუხსნელი) მიზეზების გამო ვერ ახერხებენ სრულ კონტროლს სასამართლოზე და შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე მოსამართლეზე პირადი ურთიერთობებით და არა სისტემური კონტროლით, გადაწყვიტეს პამიდვრების და კვერცხების, შემდეგ ქვების და ბოლოს ტყვიების სროლით დააშინონ სასამართლო, ხოლო დაშინებული სამართალი და სიმართლე ალბათ პირველი სერიოზული ნაბიჯებია არა დემოკრატიულობისკენ... რაღაც "ისის" - ის მსგავსობისკენ სწრაფვას გავს... მე მიმაჩნია რომ ყველა მოსამართლე უნდა თავისუფალი იყოს თავის გადაწყვეტილებაში, უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ თავის აზრს, გულს და გონებას და არა გარეშე ფაქტორებს და გარემოს... სამწუხაროა რომ ამ კანონით თუ ცვლილებით თუ უკვე არსებული კონსტიტუციით... ციხიდან ბევრი ისეთი მსჯავრდებული უნდა გამოვიდეს, რომელიც ნამდვილად საშიშია საზოგადოებისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ ამისთვის პასუხი იმ უსაქმურ არა პროფესიონალებს უნდა მოვთხოვოთ, რომლებიც სამწუხაროდ დროის დიდ ნაწილს პირად ცხოვრებას უთმობენ და არა კარიერას, შესაბამისად 9 თვე აღარ ხდება საკმარისი დანაშაულის გამოსაკვლევად...
--------------------
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare
|