#45729605 · 20 Sep 2015, 12:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეჭიაური პოლიტიკურ სივრცეში ახალი, რადიკალური ძალის გამოჩენას აანონსებს და აცხადებს, რომ სწორედ ეს ძალა მიაყენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ მწარე დარტყმას, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებენ. „კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ზედმეტად ლოიალურად მოექცა ნაციონალებს. ჩვენ, სამწუხაროდ სათანადოდ არ მოვთხოვეთ პასუხი იმ დანაშაულისთვის, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში ჩადიოდნენ. მერე თავს მოგვახვიეს ეს დაწყევლილი კოჰაბიტაცია, რომელიც ძალიან გაგვიგრძელდა. ჩვენი კოლეგების ნაწილი მიიჩნევდა, რომ კოჰაბიტაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი იყო. ჩვენი კოლეგების ლოიალურმა დამოკიდებულებამ ვხედავთ სადამდე მიგვიყვანა. „ნაციონალები“, რომლებიც იმალებოდნენ და ქუჩაში გამოსვლის ეშინოდათ, ახლა ძალიან გათამამდნენ. ამომრჩევლების ნაწილი მართლაც გავანაწყენეთ. ქვეყანაში არ არის სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ამის გამო ძალიან არ გვსაყვედურობენ. ისინი „ნაციონალებთან“ ლოიალურ მიდგომებს ვერ გვპატიობენ. ბევრი ძალიან გაბრაზდა ჩვენზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი „ნაციონალების“ გვერდით დადგებიან. განაწყენებული ხალხი რადიკალურ ფრთას დაუდგება გვერდზე, ყოფილი ხელისუფლება კი ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებს, რომელიც, სამწუხაროდ , „ქართული ოცნებისგან“ ვერ მიიღო.
|