#45717485 · 18 Sep 2015, 21:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nirvana11
9 თვეზე მეტი პატიმრობა დაუშვებელია თუ მეორე ბრალს წაუყენებენ და მოითხოვენ ახალ 9 თვიანს პირველი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის ბოლოს და ამ მეორე ბრალის წაყენების ობიექტური შესაძლებლობა არსებობდა პირველი 9 თვიანის გასვლამდე რამოდენიმე თვით ადრე. ზუსტი თარიღები არ არის დაკონკრეტებული და არც მტკიცების სტანდარტები დაუწესებიათ, ეგ უკვე შეფასების საგანი იქნება. უგულავას შემთხვევაში პირველ ბრალზე მისცეს 9 თვიანი წინასწარი, მესამე თვეს მეორე ბრალი წაუყენეს მაგამ ამ მეორე ბრალზე პატიმრობა არ მოითხოვეს რახან პირველზე უკვე შეფარდებული ჰქონდა, დაელოდნენ პირველის 9 თვის ამოწურვას და მერე მოითხოვეს მეორეზე 9 თვიანი და შეუფარდეს. ამ მაგალითით ასეთი შემთხვევები აღიარეს უკანონოდ, მაგრამ არა მაინცდამაინც უგულავას ქეისის ასლი, არამედ შემუშავდა პრინციპი რაც მდგომარეობს შემდეგში რომ თუ არსებობდა ბრალის წაყენების ობიექტური შესაძლებლობა პირველი ბრალის 9 თვიან ვადაში და არ გამოიყენეს, ახალი აღარ უნდა შეეფარდოს. ოქროპირიძეს შემთხვევა არ არის ასლი, მაგრამ პრინციპი იმ შემთხვევაზეც უნდა გავრცელებულიყო, იმან 9 თვემდე რამოდენიმე თვით ადრე მიმართა სახალხო დამცველს ზეწოლის ფაქტზე, დამცველ მა პროკურატურას გადმოუგზავნა საქმე შესასწავლად, პროკურატურამ გაატარა, 9 თვე რო გადიოდა დაიწყეს გამოძიება და იქეთ წაუყენეს ბრალი. აქ ჩანს ის პრინციპი, არსებობდა გამოძიების და ბრალის წაყენების შესაძლებლობა და არ იმოქმედა პროკურატურამ. აქედან ჩანს პროკურატურა ნებისმიერ დროს დაიკიდებს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, იტყვის ბევრი საქმე გვქონდა და ვერ მოვასწარით, აუცილებელია აიწიოს სტანდარტი და რამდენი საქმეც არ უნდა იყოს და როგორ უდროობაც არ უნდა აწუხებდეთ მთელი პასუხისმგებლობა პროკურატურაზე უნდა მოდიოდეს. ესე თუ არ მოხდა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას ფასი არ აქვს.
|