რახან საფრანგეთი ახსენე, მის გამოცდილებაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ევროსაბჭოს ქარტიას, რომლის რატიფიცირების ვალდებულება 1999 წელს აიღო საქართველომაც და ერთ წელიწადში უნდა შეესრულებინა.
საფრანგეთიც არის ამ ქარტიას შეერთებული, მაგრამ ჯერ კიდევ არ მოუხდენია მისი რატიფიკაცია.
არადა, ფრანსუა ოლანდმა დადო წინასაარჩევნოდ პირობა, რომ მოხდებოდა რატიფიკაცია, მაგრამ...

ევროპის რეგიონალურ და უმცირესობათა ენების ქარტია მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, სომხეთში, ავსტრიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ხორვატიაში, ჩეხეთში, დანიაში, ფინეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ლიხტენშტეინში, ლუქსემბურგში, ჰოლანდიაში, პოლონეთში, რუმინეთში, სერბეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, შვედეთში, შვეიცარიაში და უკრაინაში.
მაგალითად, ესპანეთში და დიდ ბრიტანეთში 2001 წელს მოხდა ევროპის რეგიონალურ და უმცირესობათა ენების ქარტიის რატიფიკაცია.
ესპანეთში ეს სტატუსი გააჩნია არაგონულს, ასტურ-ლეონურს, კატალანურს, ბასკურს, ვალენსიურს და გალისიურს, დიდ ბრიტანეთში კი — ქორნულს, ირლანდიურს, მენურს, შოტლანდიურს, შოტლანდიურ-გელურს და უელსურს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქორნული ენა გაქრა მე-19 საუკუნეში, თუმცა მაინც შეეხო ქარტიის პირობები და ახლა ცდილობენ მის აღდგენას.

მოკლედ, ეს ქარტიაა ევროპაში ყველაზე გავრცელებული ფორმა.
65 ძირითად ვალდებულებას ითვალისწინებს ეს დოკუმენტი და სახელმწიფოს შეუძლია მინიმუმ 35 აარჩიოს.
ლავირების საშუალება არსებობს ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს შეუძლია განსაზღვროს, რომელ ენას შეეხოს ქარტიის პირობები, ან რომელ ენას რომელი კრიტერიუმები შეეხოს.
ზოგადად თუ ვიტყვით, მშვენიერი დოკუმენტია ეს რეგიონალურ და უმცირესობათა ენების შესანარჩუნებლად.
პერიოდულად შეგვახსენებენ ხოლმე ევროპიდან, რომ ვალდებულება გვაქვს აღებული...
თუ მოხდება მისი რატიფიკაცია, ქართველურ ენებს უნდა შეეხოს აუცილებლად.
მიმაჩნია, რომ სიფრთხილეა საჭირო ქარტიასთან მიმართებაში ჩვენი რეალობიდან გამომდინარე...
მაგალითად, ცდილობენ ზოგიერთები, სომხურსაც შეეხოს მისი პირობები, რომელსაც არ ეკუთვნის ჩვენს ქვეყანაში სტატუსი რეალურად.
მოკლედ, მთავარია გვქონდეს სურვილი, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ენები და ქარტიის საშუალებით ვეცდებით ამის გაკეთებას, თუ რამე ალტერნატიულ ფორმას შევიმუშავებთ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მგონია.
ბევრი რაღაცის მოფიქრება შეიძლება ამისთვის:
სკოლაში სწავლება (რამდენიმე საათი რომ დაეთმოს კვირაში)
ტელევიზია
რადიო
გაზეთი
წიგნები
სხვადასხვა პროექტები და ღონისძიებები
მოკლედ, უამრავი მეთოდია მსოფლიოში ცნობილი და ველოსიპედის გამოგონება არაა საჭირო.
მთავარია, გააზრებულად გავაკეთოთ, რასაც გავაკეთებთ, და მაქსიმალურად მოვარგოთ ჩვენს რეალობას.
P.S.
არ მინდოდა ამ თემის ამოწევა
არ ვპოსტავდი ეს დღეები, დღეს დავბრუნდი აქ და რახან კითხვა დაისვა, არ მინდოდა, უპასუხოდ დამეტოვებინა.
. .