ღარიბაშვილი: მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 33.8 მილიარდ ლარს მიაღწევს
2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში - დაახლოებით 4,5%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში 3 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს.
http://agora.ge/news_.php?news_id=8893შეკითხვა მაქვს ეკონომისტებთან: ლარის გაუფასურების ფონზე, 33,8 მილიარი ლარი (2.40 კურსით) მშპ მატებათ იტვლება თუ კლებად?