”სპრედი” (Spread) ინგლისური სიტყვაა და პურზე წასასმელი რაიმე პროდუქტის აღსანიშნავად გამოიყენება. ეს შეიძლება იყოს კარაქი, მარგარინი, ჯემი, რბილი ყველი, სხვადასხვა ტიპის ტკბილი ან მჟავე საცხები და სხვა.
კარაქზე, მარგარინზე ან მათი შერევით მიღებულ პროდუქტზე წარწერა spread ნიშნავს, რომ პროდუქტის საერთო ცხიმიანობა კარაქისთვის ან მარგარინისთვის დადგენილზე დაბალია. ევროკავშირის 299/114 რეგულაციით ”კარაქი” ან ”მარგარინი” შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ პროდუქტს, რომლის ცხიმიანობა 80-დან 90%-მდეა. პროდუქტებს, რომლის ცხიმიანობაც უფრო დაბალია, სპრედები ეწოდება. თუმცა უბრალოდ ”სპრედის” დარქმევა პროდუქტისთვის არ შეიძლება. უნდა მიეთითოს თუ რისი სპრედია იგი - რძის პროდუქტების, მარგარინის ცხიმების, თუ შერეული. დასახელებაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ცხიმიანობა. მაგალითად:
რძის პროდუქტის სპრედი (Dairy spread) 70% - ეს პროდუქტი ფაქტობრივად დაბალპროცენტიანი კარაქია;
ცხიმის სპრედი (Fat spread) 50% - ეს პროდუქტი ფაქტობრივად დაბალი ცხიმიანობის მარგარინია;
შერეული სპრედი (Blended spread) 25% - ეს პროდუქტი შეიცავს როგორც კარაქს, ასევე მარგარინს და მისი ჯამური ცხიმიანობა 25%-ია.
საქართველოში ბოლო წლებში წარწერა ”სპრედი” გაჩნდა კარაქისა და მცენარეული ცხიმების შერევის შედეგად მიღებულ პროდუქტებზე. თუმცა, როგორც წესი არ არის განმარტებული, კერძოდ რა ტიპის სპრედს წარმოადგენს პროდუქტი. გარდა ამისა დასახელება ”სპრედი” ქართველი მომხმარებლისთვის უცხო და გაუგებარია. ამიტომ, ჩვენი აზრით, ეს წარწერა ქართველ მომხმარებელს არავითარ დამატებით ინფორმაციას არ აწვდის.
http://momxmarebeli.ge/?rec=1989 * * *
სხვათა შორის, ეს ძალიან კარგი საიტია, გირჩევთ შეიხედოთ