ლაშა, ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭება არის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კომპეტენცია და რეგულირდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. სტატუსი ვეტერანს ავტომატურად არ ეძლევა, მან უნდა შეაგროვოს გარკვეული დოკუმენტაცია და მიმართოს ზემოხსენებულ სახელმწიფოს სამსახურს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, ანუ სამხარეო დაყოფის მიხედვით. დოკუმენტაციაში იგულისხმება შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფში ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები, ბრძანება საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიაზე მივლინების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო მოკვლევა.
რაც შეეხება ვეტერანების დახმარებებს... ქართველი ვეტერანი იღებს ყოველთვიურ "საყოფაცხოვრებო სუბსიდიას" 22 ლარის ოდენობით, რაც გულისხმობს ერთი ადამიანის ყოველთვიურ დანახარჯს ენერგორესურსებზე

. იონათანისთანა ერთაოზების სათუთი გულების დასამშვიდებლად უნდა განვაცხადო, რომ ვიცე-პრემიერი გილაურის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანებით ეს სუბსიდია შეჩერებული აქვს ვეტერანთა 2/3-ს, მათ შორის:
1. ვინც ვეტერანის სტატუსი მიიღო 2009 წლის 4 ნოემბრის შემდეგ;
2. ვინც თუნდაც ერთი დღე იმუშავა საჯარო სამსახურში და მერე კვლავ უმუშევარი დარჩა;
3. ვინც იმყოფებოდა პატიმრობაში(თუნდაც წინასწარში);
4. ვინც გავიდა საზღვარგარეთ და მერე თუნდაც მალევე დაბრუნდა... ან დაადეპორტეს;
5. ვინც ზედიზედ 4 თვე არ აიღო ხსენებული დახმარება, და ა.შ.
73 ათას ომის ვეტერანში ითვლება ყველა საბრძოლო კონფლიქტის ცოცხალი თუ ცოცხალმკვდარი მონაწილე დაწყებული პომპეუსის ლეგიონების წინააღმდეგ იბერიის ტყეებში მებრძოლი მშვილდოსანი პარტიზნებიდან, დამთავრებული 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეებამდე. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეებიც და მათთან გათანაბრებული პირებიც. სხვათაშორის 300 არაგველიც და 1924 წლის აჯანყების მონაწილეებიც... თეორიულად რათქმაუნდა. ამ რიცხვში არიან სსრკ-ს დროინდელი მეორე მსოფლიო ომის, ავღანეთის "ინტერნაციონალური მისიის", ჩერნობილის კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის ვეტერანები(სამხედრო კომისარიატებიდან გაიწვიეს), 1992-93 ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები და ა.შ. შესაძლოა 73 ათასი გაბერილი ციფრიც იყოს, მაგრამ ახლა ამის გარკვევა სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეუძლებელი არ არის.
საქართველო შეერთებულია ლისაბონის, კუალა-ლუმპურის, არაკისის, სალუზა სეკუნდუსის, გედი პრაიმის და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს აკისრებენ ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულ ვალდებულებებს ვეტერანების მიმართ... და რომლებიც ჩვენთან არასოდეს იქნება რეალიზებული...
უნდა ითქვას, რომ 2013 წლიდან საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მოქმედებს სპეც.პაკეტი ვეტერანებისათვის, რომლითაც ვეტერანებს აქვთ გარკვეული ფასდაკლებები და შეღავათები.
საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებს 2014 წლის იანვრიდან ეძლევათ ყოველთვიური დახმარება 500 ლარის ოდენობით, ხოლო 2015 წლიდან ეს დახმარება გაიზარდა თვეში 1000 ლარამდე. დახმარება იყოფა ოჯახის წევრებზე პროპორციულად - მშობლებზე, მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილებზე.