ისე შარშანაც მაგარი აღმოჩენა გააკეთა ნასამ, მაგრამ რატომღაც ბევრმა მიივიწყა.
ცნობილია რომ დედამიწაზე მცხოვრებო ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის დნმ-ის სტრუქტურა შედგება ფოსფორისგან.
ამერიკის ერთერთი ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს მიკრობები, სავარაუდოდ არამიწიერი წარმომავლობის, რომლის დეენემის სტრუქტურა არ შედგებოდა ფოსფორისგან. (დამავიწყდა ელემენტი რომელსაც ის შეიცავდა)
ეს თავდაყირა აყენებს წარმოდგენას ზოგადად სიცოცხლეზე და მის ფორმებზე.
წარმოიდგინეთ მაგალითად ქვა, მეტალი, პლაზმა ან უცნობი სუბსტანცია, რომელიც აღარ სუნთქავს, სისხლის ნაცვლად ძარღვებში მჟავა მიედინება და ჟანგბადის მაგივრად ნახშიროჯანგს მოიხმარს, ცოცხალია, ფიქრობს და არსებობს. (ფილმი alien გამახსენდა უცებ)

ანუ გამოდის, რომ სიცოცხლისათვის აღარ არის აუცილებელი ორგანული სტრუქტურა და ფორმა.
იქნებ კაცობრიობა არასწორად ეძებს სიცოცხლის ფორმებს კოსმოსში? იქნებ ის უკვე ბევრჯერ ვნახეთ, თუნდაც მარსზე?
დაკარგულ ტერიტორიებს ვერც ღმერთი დაგვიბრუნებს და ვერც "ერთა ლიგა" / ადოლფ ჰიტლერი