ბიძინა ივანიშვილმა ეროსი კიწმარიშვილითან პარტნიორობაზე კითხვა უპასუხოდ დატოვა
დღეს, 15:15
http://rustavi2.com/ka/news/49988პროკურატურის ვერსიას ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით სარწმუნოდ მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილი.
“დასრულებულია და გადაწყვიტეს, რომ ეს არის თვითმკვლელობა. მწუხარებას გამოვთქვამ და სამძიმარს გამოვუცხადებდი ოჯახს, მე სხვა არაფერი სათქმელი არ მექნება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა არ უპასუხა კითხვას მისი და ეროსი კიწმარიშვილის ფინანსურ პარტნიორობასთან დაკავშირებით.
მთავარ პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაასრულა გამოძიება. პროკურატურა აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია.