დავბრუნდი.... ისე ჩემო კარგო რევოლუციავ სულ პოზიტივს აწვებოდი და ეს საშინელება რატომ მოგვართვი?
"დედამიწას გადაუვლის ცუდი ვირუსული პანდემია"
დედამიწაზე ადგილი არ არის ჰიგიენის ნორმების დაცვას რომ ეწინააღმდეგებოდნენ
და კიდევ ატეხილი აჟიოტაჟები სხვადასხვა ავადმყოფობების გარშემო ფარმაცევტების და ბიომკვლევარების ბიზნესია..(ფული მოგვეცის სახით)
"მსოფლიო ეკონომიკა გლობალურ რეცესიაში წავა.."
სანამ დისბალანსია არ გველის ეგ.. ზრდის სივრცე არსებობს... მერე სხვა ფორმის ზრდაში გადავალთ...
"ინტერნეტ კაბელებს და სერვერებს ტერორისტები ააფეთქებენ"
ვითომ რატომ? მერე სად დადებენ თავის ნამოღვაწარს.. და თვითორგანიზაციას როგორღა მოახერხებენ..

"კლიმატის ცვლილების გამო მონაჩვლეობით დადგება შაქრის, ხორცის ან პურის გლობალური დეფიციტი"
გლობალიზაციას გადამკიდე ერთგან შექმნილი დეფიციტი მეორე ქვეყანაში დათბობით გამოწვეული მოსავლით ჩანაცვლდება...
"ტორნადო და ტაიფუნები მოხდება იმ ზოლებშიც სადაც ადრე არასდროს ყოფილა"
---------------------
"ლტოლვილების ნაკადები მიაღწევს კოლოსალურ მასშტაბებს"
ესეც ნაკლებად სავარაუდოა... დისბალნსი ნელნელა იწევს ქვემოთ...
"მუსულმანები კიდევ უფრო ბოროტ საქმეებს ჩაიდენენ"
ამერიკელი და რუსი სამხედროების დაფინანსების მოპოვების მეთოდი.. ამათგან შიშიკოს კეთება...
"დედამიწის მაგნიტური პოლუსები შეიცვლება და შუალედში მთელი დედამიწა რადიაციით დასხივდება (იმედია ძაან არა)"
-----------------------------
"გოლფსტრიმს მარშრუტი შეესვლება და ევროპაში აცივდება"
აქ უფრო ცუდად არის საქმე ვიდრე შენ გგონია...
"შავი ზღვიდან გოგირდის უჩინარი ღრუბელი ამოვა და ყველაფერს მოკლავს გზაზე"
მანამდე მაგ გოგირდის მოხმარებას ვისწავლით თავის წყალბადთან ერთად.
"ნავთობი კატასტროფულად გაძვირდება (ახალი ტექნოლოგიებით ნავთობის ჩანაცვლებას მხოლოდ 9 ქვეყანა მოასწრებს)"
ასე 20 წელიწადში მაგ პროდუქტს მხოლოდ ქიმიურ მრეწველობაში დავხარჯავთ...
"რუსეთი გამოიყენებს მიკრო ატომურ იარაღს და ჰეგემონიას დაიბრუნებს"
ნოუ კომენტ...

"კლიმატი შეიცვლება ზონა-ზონა, ერთდროულად ვნახავთ გლობალური დათბობისა და გლობალური აცივების ტენდენციას"
------------------------------
"სახელმწიფოები საკუთარ ტერიტორიაზე მდინარეების წყალს სხვაგან არ გაუშვებენ. ეს გამოიწვევს ომებს."
ზღვის წყლის გამტკნარება ამას მალე გადაწყვეტს...
"რელიგიურ ფანატიზმს პორნოგრაფიით შეებრძოლებიან და გამოუცნობ შედეგს მიიღებენ"
არ არსებობს რელიგიური ფანატიზმი რეალურად... ნაწილი მოსახლეობის ნამდვილი ფარისეველია.... (ირანელებიც და არაბებიც...........)
"გლობალური ცივილიზაცია შანსს მისცემს განვითარებად ქვეყნებს, მაგრამ ისინი ამ შანსს ვერ გამოიყენებენ -წინ განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის უფსკრულის დრამატული გაღრმავება გველის."
ეკონომიკური ზრდის სხვა გზა არ არსებობს... ასე რომ აქაც პესიმისტური პროგნოზი უბრალოდ ეკონომიკის კანონებს ეწინააღმდეგება.
"განვითარებად ქვეყნებს ოხრად დარჩებათ შიდაწვის ძრავები, თბოელექტროსადგურები"
მაგასაც აქვს თავის გამოყენება... ისე ეს ეწინააღმდეგება შენეული ნავთობის ფასის ზრდის პროგნოზს...
This post has been edited by sulo on 29 Sep 2015, 16:43