#45829426 · 1 Oct 2015, 15:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ციხეგამოვლილ ადამიანებს რომელი ფსიქოლოგი უშველის? თან, როცა გარეთ გამოსული უკვე ჩვეულებრივი მოქალაქეების ზიზღნარევ შიშს გრძნობს? ამ დროს სულ ერთია მას რა აქვს ჩადენილი თუ რა არა აქვს ჩადენილი. ესა ამ ქვეყნის მოსახლეობის ბრალიცაა.
სახელმწიფო სტრუქტურებს ხომ პასუხი აქვთ მოსათხოვნი ყველანაირად. ასე, მაგალითად, ორი გახმაურებული პროცესი იყო, სადაც გაუპატიურებების საქმეები იხილებოდა და ბორჯომსა და გორში სასამართლოებმა ჯალათები გაამართლეს. ამას ამ ქალაქებში არეულობაც მოჰყვა, გზების გადაკეტვაც, მაგრამ ამ ქვეყანაში მხოლოდ ჯალათები გრიმიტობენ. სამსახურზე ლაპარაკი ზედმეტია. მე მქონდა აქ გახსნილი ერთი თემა. არ ვიცი, იმ თემაში ჩაიხედეთ თუ არა, მაგრამ კარგად გამოჩნდა საჯარო სამსახურების თვალსაზრისი ამის თაობაზე.
moen8
| QUOTE | გამონაკლისი იყოს ის შემთხვევა თუ ბრალდებული უსამართლოდ დაზარალებული და გაუბედურებული იყო და სამართალი რომ ვერ იპოვნა იმიტომ მიაკლა
|
მერე მაგას ვინ გაარჩევს? აგერ, უსამართლოდ გასამართლებულები ითხოვენ თავისი საქმეების გასაჯაროებას და სასამართლოს, მაგრამ პროკურატურა გამოძიებულ მასალებს სასამართლომდე არ უშვებს. ეს ეხება წამებებს, საქმეების შეტენვებს, ქონების ჩამორთმევებს. ყრუ კედელია. ეგ იქით იყოს და, ვეჭვობ, ამ ხალხსაც, თუ ბევრს იჩივლებენ, ვაზაგაშვილის და ხარძიანის ბედი ელით.
ნაცქოცობა ინ ექშნ.
This post has been edited by eeelllooo on 1 Oct 2015, 15:12
--------------------
შენი დედაც მოდის ტყიბულიდან, პაპუნა უგრეხელიძევ, პოლიტპატიმრის დევნისთვის!
ვიბარებ ძველ, ნახმარ ავეჯს, აქვე, ფორუმზე.
|