კაკაბაძე რურუას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ყოფილი წარმომადგენელის მათიას იორშის მიერ 2004 წელს სულხან მოლაშვილის საპატიმროში მონახულების შემდეგ გაკეთებულ შეფასებებს ახსენებს. ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მათიას იორში მოლაშვილის მდოგმარეობით და მის საკანში არსებული სავალალო პირობებით ძალიან შეშფოთდა და ამის შესახებ იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც ესაუბრა. „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის თქმით, როდესაც გახმაურდა,რომ მათიას იორში მოლაშვილის პირადად მონახულებას აპირებდა, მიხეილ სააკაშვილმა ყველა ღონე იხმარა, რომ ის არაადამიანური პირობებიდან შედარები უკეთეს საკანში გადაეყვანათ,თუმცა ეს ვერ მოხერხდა.
“ნიკა რურუას თუ დაავიწყდა, მინდა გავახსენო, მათიას იორშის მიერ სულხან მოლაშვილის პირადად მონახულების შემდეგ გაკეთებული შეფასებები, იორში აღშფოთებას ვერ მალავდა ნანახის გამო. სულხან მოლაშვილს ფიზიკურ მდგომარებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მას საკანში არ ჰქონდა ელემენტარული პირობები-სინათლე, ლეიბი, ფეხზე უწევდა ღამეების თენება. მათიას იორში, რომლიც ელენე თევდორაძესთან ერთად იმყოფებოდა მოლაშვილთან აღშფოთებული იყო ნანახით და იმ არაადამიანური პირობებით, რა პირობებშიც მოლაშვილი ჰყავდათ მოთავსებული.
http://kvira.ge/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9...83%9D%E1%83%91/
მიმაგრებული სურათი
Why Is The Paradise We Live In So Much Like Hell...