ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ასეთი სახელის მქონე პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას, უარი უთხრეს არჩევნებზე, ნაციონალისტური იდეების გამო

კლოუნადაა ფაქტიურად.
ისე კი ჩემი აზრით ნაციონალური მოძრაობა მაგ არჩევნებზე 2011 წლის 7 ოქტომბრიდან განწირული იყო მაგ შედეგებისთვის.
თითქმის არცერთ მომენტში და არცერთი წუთით არ შემპარვია ეჭვი მთელი ერთი წლის განმავლობაში, რომ იმ არჩევნების შედეგი იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო.
ერთადერთი და მთავარი მიზეზი, რის გამოც წააგო ნაცმოძმა არჩევნები, ის იყო, რომ ხალხს ყელში ამოუვიდა ის ყველაფერი რაც იყო. უბრალოდ მარაზმში გადავიდა ყველაფერი და დიდ ქალაქებს ეს ყელში ამოუვიდათ. რადგან ყველაზე განვითარებული და ინფორმირებული ადამიანები მაინც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ.
შესაბამისად გამორიცხულია, რომ დიდმა ქალაქებმა არასწორი არჩევანი გააკეთონ და რაიონებმა სწორი.
ამიტომაც ყველაფერი ლოგიკური იყო.
ნებისმიერი დანარჩენი მიზეზები, რომელსაც ეძებს ადამიანი ამ არჩევნების შედეგის ახსნისთვის, არის მცდარი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად.
გინდა იყოს ეგ აზიზიეს მეჩეთი, გინდა თურქების აბრიქინებული შიბლის ბზრიალი, გინდა პატიმრების კადრები და საერთოდ რაც გინდათ ის. ხალხს უბრალოდ ყელში ამოუვიდა ნაციონალური მოძრაობა როგორც ერთპიროვნული, უკონტროლო და ცინიკური მმართველი ძალა, რომელიც ნებისმიერ საწინააღმდეგო აზრს ან მუშტებს უქნევდა ან მოღალატის სტატუსს აწებებდა.
საჭირო იყო უბრალოდ ნაც. მოძის ანალოგიური ფინანსური რესურსი და შენძრეულობა-შეთესლილობის იგივე დონე. არაფერი მეტი საჭირო არ იყო იმისთვის, რომ ეს ბანკროტი პარტია არჩევნებზე დაგემარცხებინა. ამიტომაც ვამბობ 2011 წლის 7 ოქტომბერს წააგო ეგ არჩევნები ნაც. მოძმა. არანაირ სხვა ფაქტორს მანდ გავლენა არ ქონია.