პატივცემულო, ახალკაცის და კობის გაპრეზიდენტების ამბავი,
თან მსგავსია, თან განსხვავებული. ორივე ულამაზო.
რიგი გარემოებების გამო, ძალიან ბევრი და თან ნაღდი ფაქტი ვიცი
იმ არჩევნების შესახებ და თუ დამიჯერებთ (ცხადია, არა!

),
მთლად ისე არ იყო, როგორი ლეგენდაც მუსირებს.
მეტს ვერაფერს ვიტყვი.
ოღონდ ერთ პარადოქსზე მიგანიშნებთ.
ის არჩევნები, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო "დაფარული" იყო და ამიტომ, უამრავი
ჭორ-მართალი აირია ერთმანეთში. მიუხედავად ამისა, ყველამ ყველაფერი დაიჯერა.
ეს არჩევნები ბევრად ღია იყო. ღია ეთერით სხვადასხვა რეგიონების გუბერნატორების და
სხვა მოხელეთა განკარგულებებსაც ვეცნობოდით. დელეგატებს ხან ათავისუფლებდნენ,
ხან, კვლავ ნიშნავდნენ. ერთი დელეგატი წინა საღამოს დაიჭირეს კიდეც. ქვეყნის
ვიცე-პრემიერი მთელი დღის მანძილზე "სტუმრის" სტატუსით იმყოფებოდა ჰოლიდეი-ინში...
(აღარაფერს ვამბობ სურკისის ადრინდელ პოსტზე კიევის დინამოში).
მიუხედავად ამდენი ხილული ნიუანსისა, თითქმის არავინ ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან
გარკვეულ ჩარევას ჰქონდა ადგილი.
იმ წინა "დაფარულ" არჩევნებში ხელისუფლების ჩარევას კი, თითქმის უკლებლივ ყველა აღიარებს.
არადა, ორივე შემთხვევაში იყო ჩარევა, სხვადასხვა დოზით და განსხვავებული დეტალებით.
vita brevis...