ახლა აღარ მოგწონთ შერჩევითი სამართალი?
ადრე ხომ მოგწონდათ?
კაია.
გააპროტესტეთ, გადით ქუჩებში, გაინძერით, რამე ჰქენით.
აბა მარტო მ ე უნდა მევლო აქციებზე?
მარა, ვიცი, თქვენ მხოლოდ თქვენიანისთვის თუ გაირჯებით.
სხვისთვის რა უჭირს შერჩევით სამართალს.
ხომ არ ნერვიულობდით, როცა სასამართლო რეფორმა ჩაფლავდა.
როცა პოლიციის რეფორმა ჩაფლავდა.
როცა პროკურატურის რეფორმა ჩავარდა.
ნერვიულობდით კი არა, ყველანაირად ეწინააღმდეგებოდით რეფორმებს, იმისდა მიუხედავად, რომ არც არვინ აპირებდა რეფორმის გატარებას.
გამოგიყენეს თქვე უდღეურებო - აგე, ზეწოლაა ჩვენზეო, რომ ჩართეთ იევროპის სახალხო პარტიები და ვენეციის კომისიები.
საერთაშორისო ინსტიტუტები სხვა რეკომენდაციებს გვაძლევენო.
ის მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები თქვენ რომ აქციეთ პარტიულ მუშაკებად, რა გეგონათ, ახლა სხვა პარტიას ეტყოდნენ უარს შეკვეთების შესრულებაზე?
ნუ წკმუტუნებთ, ეგ ხალხი თქვენი შერჩეულია, თქვენ წასწიეთ წინ, თქვენ კვებავდით.
ახლა სხვა კვებავს.
უბრალოდ, ახლებმა რამოდენიმე თავისი ნაძირალა დაამატეს.
ყველაფერი ისეა, როგორც უნდა ყოფილიყო.
აი, ახლა გამოეთრა პრეზოს წოდებული მარგველა და თქვა, თავისუფალი მედია საქართველოს უზენესი ღირებულებააო.
სამართალზე ხმას არ იღებს, თითქოს მედია იყოს უზენაესი ღირებულება.
რაც მართლა უზენაესია, იმას ცალი ყბითაც არ ახსენებენ.
ამ სამართალით ქვეყანა ვერ აშენდება.
თორე კი ვუყურეთ ჩვენ ზვიადასაც, შევარდნაძესაც, მიხუილასაც და ახლა ამათ შევჩერებივართ.
მითქვამს მე, პარტიებს რომ დასდევთ, იმიტომ არ შენდება ეს ქვეყანა.
აბა, ყველამ მოვინდომოთ, თუ არ გვექნება, იმასაც ვნახავთ.
მაგრამ თქვენ სამართალი არ გინდათ, თქვენ გინდათ მიკერძოებული სამართალი, ოღონდ ისეთი, მუდმივად თქვენს მხარეს რომ იქნება.
ეგეთს დაგიხატავთ.
დღეს რაღაა და ხვალე.

აგერ, ჯიპაში გადავირბენ, ეგეთი რამეების ხატვა ყველაზე კარგად მაგათ ეხერხებათ.
ქაქს თაფლად შემოგასაღებენ და პირიქით.
პოლიტიკოსებს ზრდიან ჯიპაში.
This post has been edited by eeelllooo on 5 Oct 2015, 15:54