თეთრი სახლი, ობამას პრესკონფერენცია 3 ოქტომბერს
http://www.msn.com/en-ca/news/video/obama-...?refvid=AAf5arG კითხვა: თქვენ თქვით, რომ ემიჯნებით პუტინის მიდგომას სირიაში და მის თავდასხმას ზომიერ ოპოზიციაზე. თქვენ ამბობთ, რომ ეს არის გზა კატასტროფისკენ. მაგრამ, რის გაკეთებას აპირებთ მის შესაჩერებლად? შეიძლება, რომ განიხილოთ სანქციების გაფართოების საკითხი? აპირებთ ოპოზიციას გადასცეთ საზენიტო მოწყობილობა რუსეთისაგან თავის დასაცავად? და ბოლოს, როგორია თქვენი დამოკიდებულება კრიტიკოსების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ პუტინმა გაგაცურათ უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით და რომ მას ეს შერჩება?
პასუხი: დიახ, მე ადრეც მსმენია ამის შესახებ... უნდა გითხრათ, ყოველთვის მაოცებდა, რომ არა მხოლოდ ოპონენტები, სხვა ადამიანებიც კი ტყუვდებიან და იჯერებენ ამას...
როდესაც მე მოვედი თეთრ სახლში 7.5 წლის წინათ, ქვეყანა იმყოფებოდა ყველაზე მძიმე ფინანსურ კრიზისში მისი ისტორიის მანძილზე, ჩვენ მივათრევდით მსოფლიოს დიდი დეპრესიისაკენ, ჩართული ვიყავით 2 ომში და თითქმის კოალიციის მხარდაჭერის გარეშე, ჩვენი ეკონომიკა ოდნავ უსწრებდა რუსეთისას და ჩამორჩებოდა ჩინეთს, ყოველთვიურად ვკარგავდით 800 000 სამუშაო ადგილს და ა.შ.
დღეს ჩვენ უძლიერესი და განვითარებული ეკონომიკა გვაქვს , ჩვენი რეიტინგები გაიზარდა, უფრო აქტიურნი ვართ საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის საქმეში ებოლადან დაწყებული, ისლამური სახელმწიფოთი დამთავრებული.
სხვათაშორის, პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა, როცა მათი ეკონომიკა იზრდებოდა და ისინი ცდილობდნენ უფრო დივერსიფიცირებული ეკონომიკისაკენ შემობრუნებას, და როგორც შედეგი, დღეს მათი ეკონომიკა, წლიურად 4%-ით მცირდება, იზოლირებულნი არიან მსოფლიო საზოგადოებრიობისგან, დაუწესდათ სანქციები, რომლებსაც მათი უახლოესი სავაჭრო პარტნიორებიც კი შეუერთდნენ; მათი მთავარი მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში, კადაფი და ასადი იყვნენ, რომელთა ქვეყნები იშლებიან, ახლა კი ის უბრალოდ ვალდებული იყო გაეგზავნა თვითმფრინავები და ჯარები ამ რეჟიმების დასაცავად, რითაც რისკავს მთელი სუნიტური სამყაროს დაპირისპირებას.
და რაზე იყო კითხვა? (სიცილი დარბაზში)
მაგრამ ვფიქრობ, რომ საინტერესოა ამის ახსნა: რუსეთს არ აძლიერებს ის, რასაც ისინი აკეთებენ. ისინი ყურადღებას იპყრობენ, სანქციები კვლავ ძალაშია და ის, რომ მე მუდამ ვთავაზობ ძლიერის პოზიციიდან, აიხსნება იმით, რომ აშშ არ იმყოფება სანქციების ქვეშ, ჩვენ არ ვამცირებთ ეკონომიკას 4%-ით... ის, რაც მე შევთავაზე, არის გზა, რის შედეგადაც მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ ზრდისკენ და გაუადვილონ საკუთარ ხალხს ცხოვრება.
დღემდე, პუტინის მოქმედებები წარმატებული იყო იმდენად, რამდენადაც იზრდებოდა მისი რეიტინგი ქვეყნის შიგნით, ეს შთაბეჭდილებას მაშინ ახდენს, თუ ამას წარმატების საზომად აიღებთ და რა თქმა უნდა, ეს ძნელი არ არის, როცა თქვენ გაქვთ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედია საშუალებები. მაგრამ, ეს არ არის ჭკვიანური და სტრატეგიული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან.
ის, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, მას წარმოაჩენს როგორც მტერს არა მხოლოდ სირიის მოსახლეობის უმრავლესობის თვალში, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთის სუნიტური მოსახლეობის თვალშიც. წარმოაჩენს იმ რეჟიმის მხარდამჭერად, რომელიც ბომბავდა საკუთარ მოსახლეობას და ბავშვებს. და ეს მაშინ, როცა თავად რუსეთს ჰყავს მნიშვნელოვანი რაოდენობის მუსულმანი მოსახლეობა საკუთარი საზღვრების შიგნით, რაც მას ასევე უნდა აფიქრებდეს.
მინდა, რომ რუსეთი იყოს წარმატებული. ეს არ არის შეჯიბრება შტატებსა და რუსეთს შორის, ეს ჩვენს ინტერესებშია, რომ რუსეთი იყოს პასუხისმგებლიანი, ეფექტური მოთამაშე საერთაშორისო არენაზე, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზიარებს ტვირთს ჩინეთთან, ევროპასთან, იაპონიასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, - იმიტომ, რომ დიდი პრობლემები გვაქვს. იმედი მაქვს, რომ პუტინი, ასადის მხარდასაჭერად გადადგმული ამ სარისკო ნაბიჯის შემდეგ, აღიარებს, რომ ეს არ არის კარგი გრძელვადიანი სტრატეგია, და ამის ნაცვლად იმუშავებს პოლიტიკურ დარეგულირებაზე.
ასევე, იმედი მაქვს, ისინი შეძლებენ მოაგვარონ პრობლემა უკრაინასთან ისე, რომ რუსეთის ინტერესების აღიარებასთან ერთად, დაცული იქნება სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საბაზისო პრინციპები, რაც უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს ისევე, როგორც რუსებს და დანარჩენებს. მანამდე კი ჩვენ გვქნება დაძაბულობა და განსხვავება შეხედულებებში.
ჩვენ არ ვაპირებთ სირია ვაქციოთ აშშ და რუსეთს შორის ომის მოედნად, ეს იქნებოდა ცუდი სტრატეგია ჩვენი მხრიდან. ეს არის რუსეთის, ირანისა და ასადის ბრძოლა სირიის მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგ, ხოლო ჩვენი ბრძოლა, არის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაშიც მხარს გვიჭერს დანარჩენი მსოფლიო. კონფლიქტის მოგვარება ისე, რომ შეწყდეს სისხლისღვრა და დამთავრდეს ლტოლვილების კრიზისი, ადამიანები დაბრუნდნენ სახლში, იმუშაონ, ჰქონდეთ თავშესაფარი, გაზარდონ ბავშვები და ასწავლონ მათ - ეს ის მხარეა, რომელზედაც ჩვენ ვიმყოფებით.
ეს არ არის ზესახელმწიფოთა საჭადრაკო ტურნირი. ნებისმიერი, ვინც ასე განიხილავს სიტუაციას, უბრალოდ უყურადღებოდ უყურებს პოზიციას დაფაზე.