Vsცოტახნისწინ ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და მისმა მოადგილე ბექა ყანჩელმა ცემეს.
საინფორმაციო სააგენტო ,,ქუთაისი ნიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით ქობულაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს მის მიერ ფეისბუქის გავრდზე გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდება, სადაც ის დვალის პარტიამონაცვლეობაზე საუბრობს და ქუთაისში გამეფებულ ,,ყვარყვარიზმზე" ამახვილებს ყურადღებას.
,,"ავრორამ გაისროლაო" ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარემ უნდა თქვას, ჯერ იყო წინა მოწვევის საკრებულოში "ქრისტიან– დემოკრატების" სახელით "ნაციონალურმა მოძრაობამ" დასვა საკრებულოში(იმედებსაც არ უცრუებდა "პატრონებს"), 2012 წელი მისთვის დიდი დარტყმა იყო, მაგრამ აქაც არ უმტყუნა ბედმა, კვლავ გამოუჩდა "პატრონი " უშიშროების, მაშინდელი გუბერნატორის სახით და არა თუ საკრებულოს წევრად, თავჯდომარედ მოევლინა ქალაქს. ახლაც არ უცრუებს ქალაქის პირველ პირს იმედებს, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს. "ყვარყვარეების " ქალაქია ქუთაისი, მათ აქ აფასებებენ, სასათბურე პირობებს უქმნიან და ამიტომ ყოველთვის "ჯეჯილობენ". ქალაქი კი კვლავ ჭაობშია, ხალხი უიმედობით შეპყრობილი(ან რისი იმედი უნდა ქონდეთ, როცა ვისაც ებრძოდნენ, მათ მიყავთ დღეს "პარადი"), ნათქვამია, დრონი მეფობენო...მაგრამ ყვარყვარეს დრო ვერაფერს აკლებს, მათ ხომ ყველა ფერის დროშა შენახული აქვთ" - ნათქვამია ქობულაძსის წერილში.
,,აღნიშნული ფაქტი საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის ავტომანქანაში მოხდა, დამირეკეს, რომ დვალს ჩემთან შეხვედრა და გასაუბრება სურდა, მეც დავთანხმდი. მანქანაში მასთან ერთად მისი მოადგილე ბექა ყანჩელი და მძღოლი იმყოფებოდნენ. როდესაც მანქანაში დავჯექი დვალმა მითხრა, რომ მას არ მოსწონდა ჩემი აქტიურობა და კრიტიკული განცხადებები მერიასა და საკრებულოს მისამართით, ხოლო მისი მოადგილის აზრით, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოამდგენელი, ფეისბუქის ან ბრიფინგების მეშვეობით მასგავსი სახის განცხადებებს აკეთესბს, ეს ,,ბოზობაა". შემდეგ დაიწყეს ჩემი ცემა, რომელიც საკამო ხანს გაგრძელდა", - აცხადებს ქობულაძე.
ჩვენ დაუკავშირდიტ ქუთაისის საკრებულოს პრეს სამსახურსაც, სადაც არნიშNულტან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ კომენტარი სამუშაო კვირის განახლების შემდეგ გაკეთდება.
ფაქტტან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს 125-ე მუხლიტ რაც ითვალსიწინებს ცემას და მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული სამუშაოები.
http://kutaisinews.net/