როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არასწორად ისმება შეკითხვა!
საქმეც იმაშია, რომ არაფერი არ მიუმატეს ამათმა, გააუარესეს კიდევაც და საკმაოდ მნიშვნელოვნადაც, რაც აფერხებს რაიმეს დამატების შესაძლებლობას.
კითხვა კი შემდეგი უნდა იყოს: ნაცებმა წინამორბედთან შედარებით ბევრი ახალი შესაძლებლოპბები შექმნეს ბიზნესის განვითარებისათვის და უზრუნველჰყვეს ეკონომიკური ზრდა მაღალი და რიგ წლებში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით.
ქოცებმა კი იგივე ვერ შეძლეს (არც მოუნდომებიათ და ვერც მოინდომებდნენ რადგან იციან თავისი შესაძლებლობები რომ პლინტუსის ქვემოთაა) !
ახლა რაში გამოიხატება გაუარესება?
1. დიდი პროექტების გაჩერება. შემოვლითი რკინიგზა, ლაზიკა, თურქეთთან დამაკავშირებელი რკინიგზა, ჰესები და ა.შ.
2. დამატებითი, სრულიად უვარგისი და გამოუსადეგარი რეგულაციების შემოღება. მაგალითისათვის ე.წ. კონკურენციის სააგენტო, რომელსაც მითიური მონოპოლისტები უნდა გამოევლინა და არ დაეშვა მათი მონოპოლია

(დიდი ღლეობა თავისთავად)
3. ინვესტიციების ნაკლებობა, ამ მხრივ მთავრობის აქტიურობა ნულის ტოლია (ჩინეთში ვოიაჟს თუ არ ჩავთვლით. ამის შედეგები ჯერ არ გვაქვს და ამათი სემხედვარე არც გვექნება) !
4. არასოწრი ფისკალური პოლიტიკა, რაც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ლარის კურსის ვარდნაზე
5. ლარის კურსის რყეობა. ეს ქმნის ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის განცდას, რაც ამუხრუჭებს ბიზნესის აქტივობას და თვისთავად იწვევს ჯერ სტაგნაციას, შემდეგ კი რეცესიას (ეკონომიკურ ვარდნას).
6. კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესება და კრიმინალების პოლიტპატიმრად მონათვლა და გარეთ გამოყრა, ასევე ცუდი სიგნალი იყო ბიზნესისათვის.
7. ბიძინას განცხადება დავოსის ფორუმზე, რომ ჩვენ თურმე არ ვიმსახურებთ იმ რეიტინგებს, რაც გვაქვს და რომ მდგომარეობა ჩვენთან ბევრად უარესია. ეს ან სისულელეა, ან წინასწარგანზრახული მავნებლობა !
8. დაგეგმილი (საგადასახადო კოდექსის გარდამავალ დებულებებში გაწერილი) გადასახადების შემცირების მუხლის არ ამოქმედება და გაუქმება ! დიიდი სისულელე ქოცხელისუფლების მხრიდან !
9. ავტომობილების ექსპორტის შემცირება. აქ ხელისუფლებას უნდა გამოეძებნა გზა, რომელიც გადაარჩენა ამ ბიზნესს !
10. კურორტების პოპულარიზაციის ნაცვლად, არსებული ინფრასტრუქტურის ვერ მოვლა (ანაკლია) !
და რა ვიცი კიდევ ბევრი რამ, რამაც გამოიწვია ის მდგომარეობა რაც დღეს გვაქვს !
მაგრამ კითხვა უნდა ისმებოდეს სხვაგვარად, რა გააკეთა ოცნებამ რომ გაუმჯობესებულიყო ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყნიოს და შესაბამისად მისი მოქალაქეების, რაც თავის დროზე ნაცებმა საკმაოდ წარმატებით მოახერხეს ?
თუ შედარებას ვაკეტებთ, შედეგებიდან გამომდინარე რომელიც სახეზე გვაქვს, ასეთი ფორმის კითხვა არის ადექვატური