7 წუთს ვუყურე სრულად, შემდეგ გადახტომებით.
ბოლომდე მაინც ვერ ჩავედი.
დეჟა ვიუს შეგრძნება მაქვს.
შეგახსენებთ: 2012 წლის არჩევნებამდე ბიძინას ცოლმა
(ჩემი ეკა), ინტერვიუ მისცა თამარ ჩიქოვანს და განაცხადა,
რომ იმდენად რეალურია ბიძინას მკვლელობა, რომ ცოლ-ქმარი
ერთად აღარ დადიან არსად. ისიც მოგვახსენა, რომ მკვლელობის
აღსრულების შემთხვევაში, მას უნდა გაეგრძელებინა ბიძინას
დაწყებული საქმე.
ახლაც ახლოვდება არჩევნები...
ისევ ეკა ხომ ვეღარ გააჟღერებდა ანალოგიური საშიშროების ამბავს?
ჰოდა, სცენაზე გამოშვებულ იქნა ქვეყნის უშიშროების დაცვის სამასოიანი
პროფესიონალი და განთქმული ნარცისი. კვერის დამკვრელად - მეორე
პროფესიონალი.
ბივშიხ კაგებეშნიკოვ ნე ბივაეტ-ო, ხომ გაგიგიათ.
ისე, კოალიციის წევრები მუდამ ამტკიცებენ. რომ ბატონი ბიძინა მთლიანად
არის ჩამოშორებული ქვეყნის მართვის საქმეს, ხომ?
ჰოდა, ვის რაში უნდა აინტერესებდეს თავდასხმა ადამიანზე, რომელიც
ფაქტიურად გამოუსვლელად ზის თავის ციხე-სიმაგრეში, ეწევა ცხოვრების
ჯანმრთელ წესს და არაფერში ერევა?
vita brevis...