ივანიშვილი სოხუმში სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებს ააშენებს - დეტალები აფხაზეთიდან
http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=13506საქართველოს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის საკითხზე აფხაზეთშიც აქტიურად საუბრობენ.
როგორც "ნიუპოსტს" სოხუმიდან აცნობეს, ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიების, რესტორნებისა თუ კომერციული დანიშნულების მქონე ობიექტების მფლობელებს განუცხადეს, რომ აღნიშნული უძრავი ქონებით, ინვესტორები დაინტერესდნენ, მათ კი საკმაოდ დიდ კონპენსაციას დაპირდნენ.
ადგილობრივთა განცხადებით, ვინაიდან უძრავი ქონების მფლობელებს საბუთები წესრიგში არ აღმოაჩნდათ, ისინი შეთავაზებას დათანხმდებიან.
აფხაზეთში მდებარე უძრავი ქონება შეაფასეს რუსმა ბიზნესმენებმაც. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქონების ყიდვის სურვილი გამოთქვა ივანიშვილის საპარტნიორო ფონდის რუსმა წარმომადგენელმა.
"ამ ადამიანს არც დაუმალავს, რომ ქონების შეძენას ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, მისი თქმით სოხუმის ცენტრში ქართველი ოლიგარქი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებს ააშენებს, დაგეგმილია კვების ობიქეტების გახსნაც" - უთხრა "ნიუპოსტს" სოხუმში მცხოვრემა ქართველმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საწარმოს გახსნას აპირებს ყაზანი. თათრეთის რესპუბლიკიდან სოხუმში უმაღლესი რანგის დელეგაცია უკვე ჩავიდა.
ჩვენი ინფორმაციით, შეირჩა ტერიტორიაც, სადაც აღნიშნული საწარმო განთავსდება.
დე ფაქო რესპუბლიკის ადგილობრივი მედია, ოკუპირებული აფხაზეთში საქართველოს ექსპრემიერის ინტერესებზე აქტიურად საუბრობს.
საზოგადოების ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების გაყიდვაზე შეზღუდვების მოხსნის წინააღმდეგ გამოდის. მათი თქმით, ამ ქმედებით შესაძლოა ისარგებლონ რუსეთის მოქალაქე ეთნიკურმა ქართველებმა და აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძინონ. ამავე კონტექსტში აფხაზი მეცნიერები ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეც საუბრობენ. მათი თქმით, ივანიშვილმა შექმნა ფონდი, რომელიც აფხაზეთში უძრავი ქონების მასობრივი შესყიდვით არის დაინტერესებული.