მოკლედ, თქვენ რომ გისმენთ, ამ ქვეყანაში რაიმე კარგის იმედი რომ გაქვს, ეს უკვე დანაშაულია
+ავტომატურად პუტინიზმია
პირველ რიგში ის გამახსენდა ახლა - ყველა საკუთარი გაფუჭებულობის ხარისხით განსჯისო

იცი, რამდენი დამბოლებელი და დაბოლებული მინახავს ჩემს გარშემო?
ყოველდღე ვხედავდი და ვხედავ
2 მთავარი სფერო - პოლიტიკა და ეკლესია - სხვას კი არაფერს აკეთებს?
ორივეს კულისებს ვიცნობ და ვიცი
სფერო, სადაც გია დვალი მუშაობს და სფერო, სადაც მას საქმის კეთება უნდა, სადაც 2 წელი იფიქრეს, ილაპარაკეს, წერეს პროექტი და გაწერეს, დათვალეს ბიუჯეტი, შეთანხმდნენ, ცერნის ბოსები ჩამოიყვანეს - ამ სფეროს და მოცემულობას ვენდობი
აქ არც მიშაა, რომელსაც სულ მაკრატელი ეჭირა ხელში და უკეთეს შემთხვევაში, სანახევროდ აშენებულ ობიექტებს ხსნიდა
იგონებდა "ღიმილიან" პროექტებს, კბილებს აძრობდა საარჩევნოდ ხალხს და მერე დატოვა უკბილოდ გაღიმებულები...
თავად იყო იდესი ავტორიც, დამფინანსებელიც, შემსრულებელიც, სადამსჯელო კანტორაც და ყველაფერი - ადამიანი ორკესტრი
აქ, ბიძინასი მხოლოდ ფულია, ფონდი და მისი მენეჯმენტი, - დანარჩენი არის დვალი, არის პროექტი, შეთანხმება უცხოელ მეცნიერებთან, არის ხელმოწერილი ხელშეკრულება, სადაც გაწერილია უფლება-ვალდებულებები მხარეებს შორის და პირგასამტეხლო, არბიტრაჟი, სასამართლო... არის ღირსება!
ეს ბიზნესია და ბიზნესის კანონებით მუშაობს
ოღონდ ამ შემთხვევაში ისე არა, როგორ იმ ებრაელ ბიზნესმენებთან იმუშავა, ჯიბის მოსამართლემ რომ გაასამართლა - არ მინდა და არ გიხდი!
მოკლედ, ალბათ ნანახი გექნება ქართველი მილიონერების სია - საკმაოდ გრძელია 3 მილიონიანი ღარიბი ქვეყნისთვის
გახსენდება რომელიმე მათგანი, თუნდაც საბავშვო ბაღი ან მოხუცებულთა სახლი აეშენებინოს?
ან, ყველაზე უმწეო და საწყალი - ფსიქიკური დარღვევის მქონე ადამიანების საავადმყოფო გაერემონტებინოს, კოშმარში რომ ცხოვრობდნენ ყველა განზომილებით?
ან
ან
ან
ან
თითოს, თითო ქალაქისა და სოფლისთვის რომ გაეწია ისეთი პატრონაჟი, როგორიც ჭორვილას გაუწიეს, გზები, სახურავები, დენი, გაზი და წყალი - მეტი ხომ არც უნდოდა ამ ერთი ბეწო ქვეყანას?
მე არ ვიცი არცერთი მასშტაბური და საქვეყნო საქმე, მათი დაფინანსებით გაკეთებული
შაქროსი არ იყოს, აშენდება და მერე ვნახოთ, მე დვალის კომპეტენციის მჯერა