ეიფელის კოშკისა და გიზის პირამიდების შემდეგ, „გრივენი“ თბილისის ანძას გაანათებს
თბილისი (GBC) – თბილისის ანძის სრულყოფილი განათების სისტემით აღჭურვასა და 10 წლის განმავლობაში მოვლა-განახლებაზე იტალიური კომპანია „გრივენი“ იზრუნებს.
თბილისის მერიის ცნობით, ანძის 5 000 სანათიდან 3 000-დე ჩამქრალია და როგორც ამბობენ, ამის მიზეზი 2010 წელს სისტემის არასწორად დამონტაჟებაა. წინა კონტრაქტორთან ხელშეკრულება საგარანტიო პერიოდს და მომსახურებას არ ითვალისწინებდა.
ანძის განათების პროექტის ღირებულება 635 000 ევროა .
„გრივენს“ ფასადების არქიტექტურულ განათებაში 25 წლიანი გამოცდილება გააჩნია.
მის მიერ იყო განათებული ეფიელის კოშკი 6 თვის განმავლობაში, საფრანგეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის აღსანიშნავად, მანვე უზრუნველყო გიზას პირამიდების, ბაქოს ოლიმპიური სტადიონის და სოჭში, ბელგოროდსა და კრასნოდარში სატელევიზიო ანძების განათებაც.
შპს „სინათლის ქალაქი“, საერთაშორისო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ანძაზე არსებული განათების ფრაგმენტულ დემონტაჟს განახორციელებს, ანძა 1 დღითაც რომ არ ჩაბნელდეს.
სამუშაოები 20 დღეში დასრულდება.
მიმაგრებული სურათი