#45930643 · 12 Oct 2015, 23:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Didgori_3
| QUOTE | mtavrishvili მე მაინცდამაინც ბიზანტიის იმპერიასაც ვერ დავარქმევდი მოკავშირეს, უბრალოდ ერთნაირი მისწრაფებები გვქონდა, მაგრამ როგორც კი სულს მოითქვამდა, მაშინვე ჩვენსკენ იწეოდა..... ნუ ეს ეხლა არაფერ შუაშია და არც ნატოს ვაპატიოთ თუ არ ვაპატიოთ, კითხვა ასეთი როგორ უნდა გააგრძელოს საქართველომ არსებობა, ნუ რუსეთთან ერთად მთელი რიგი მიზეზების გამო ალბათ გამოირიცხა(ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს არ უნდა გვინდოდეს......)..... |
ჩვენ უნდა გავხდეთ რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა და უნდა გავატაროთ დამოუკიდებელი პოლიტიკა. ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს ნეიტრალიტეტს. ჩვენ უნდა გავატეროთ ძალიან აქტიური და თუ გნებავთ ასე დაარვით ამას, აგრესიული პოლიტიკა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტერიტორიები დაჰკარგეს ისეთმა ქვეყნებმა როგორნიც იყვნენ მაგალითად ჩეხოსლოვაკია და უნგრეთი. ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა თითქოს მაშინდელ უნგრეთზე და ჩეხოსლოვაკიაზე უკეთესია იმით, რომ აფხაზეთს და ე. წ. სამხრეთ ოსეთს გაერო ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიებად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვართ უმძიმეს მდგომარეობაში. საქმე ის არის, რომ საქართველოს ის ნარჩენი ნაწილი, რომელსაც თითქოს ჩვენი მთავრობა აკონტროლებს, მორალურად უკვე დიდი ხანია მოკვდა და ახლა უკვე ფიზიკურადაც კვდება. ჩვენ დღეს გვიდგას არა მარტო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა, არამედ ფიზიკური გადარჩენის პრობლემაც. ეროვნული სრული გადაშენებისა სეთი საფრთხე საქართველოს აქამდე არასოდეს არ ჰქონია. კი ბატონო იყო დრო, როცა საქართელოს მოსახლეობის რაოდენობა მილიონზე დაბლა დაეცა. ეს იყო ერეკლე მეორეს დროს, მაგრამ მაშინ ჩვენ გვყავდა მაჩაბელი და 300 არაგველი, დღეს კი საქართველოს მოსახლეობის 99%-ზე მეტი საკუთარი თავის ყიზილბაშია. დღეს 300 კი არა სამი არაგველიც აღარ შემოგვრჩა. ამიტომ ჩვენ ჯერ საშინაო და მერე საგარეო პოლიტიკაში გასატარებელი გვაქვს ყველაზე რადიკალური ცვლილებები.
საქართველო დღეს პირველად არის ისეთ სამაეცხვინო დღეში, რომ ასეთ ყოფნას უკვე არ ყოფნა ჯობია.
This post has been edited by mtavrishvili on 12 Oct 2015, 23:56
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|