ლუკაშენკო: ბელარუსი რუსეთი არ არის.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი არც რუსული სამყაროა, არც რუსეთი და არც დამოუკიდებლობის დათმობას აპირებს.
ბელარუსის პრეზიდენტმა და პუტინის უახლესმა მოკავშირემ ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემისაკენ მოუწოდა. ამის შესახებ, ლუკაშენკომ მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ ვინმე არის აქ ზოგიერთი ჭკვიანი, რომელიც თვლის რომ ბელარუსის მიწა არის, როგორც ისინი ამბობენ, „რუსული მიწა“ და რუსეთის ნაწილიც კი. დაივიწყეთ! ჩვენ ყოველთვის სტუმართმოყვარენი ვიყავით ნებისმიერი ადამიანის მიმართ. მაგრამ ნებისმიერს ვა იძულებთ პატივი სცეს ჩვენ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
„ვინც ამბობს რომ არ იყო, ასეთი ქვეყანაო. არ იყო, ახლა კი არის და ამას ანგარიში უნდა გაეწიოს. და ჩვენ მიწას არავის მივცემთ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ლუკაშენკომ ისაუბრა ბელორუსის არმიის და საკუთარი შეიარაღების აუცილებლობაზე „რათა მომავალმა აგრესორმა ბერალუსის წინააღმდეგ ომი არც კი გაიფიქროს“. მან ახალი ბერლორუსული შეიარაღების პრეზენტაციის პირობაც დადო. „ჩვენ არ ვემზადებით ომისთვის, ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ დენთი მუდამ მშრალად უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებში ის მტერს არ ხედავს და არც მათთან ომს დაუშვებს.
http://news.ge/ge/news/story/122011-lukash...-ruseti-ar-aris This post has been edited by ronald_wesley on 7 Mar 2016, 08:46