დაიჭერენ კიდეც რამოდენიმე ქართველს ამ მასალებიდან გამომდინარე და კიდევ რუს-ოსების დავერვას ჩვენზე ბევრი მასალა ექნებათ.
ვახტანგ გომელაურმა და სოსო გოგაშვილმაგაანთავისუFლეს 150 კაცი ერთი დანაყოფიდან და განთავისუფლებულ ადგილებს ავსებენ ყოფილი " ზონდერებით " ზვიად ხარაზიშვილის მეთაურობით , ეს ის ხალხია აქციის მონაწილეებს რომ სასტიკად უსწორდებოდნენ . ხარაზიშვილმა ხაინდრავასვ და გაჩეჩილაძეს ცემაში პრემია აიღო ეხლა ხაინდრავასთან ერთ გუნდშია . სად გამოიყენებს ვახტანგ გომელაური ამ "ზონდერებს " ( ომის დროს ყველა იმალებოდა , 1 ტყვია არ გაუსვრიათ რუსების მხარეს და სამხედრო გამოცდილება არააქვთ ) ? პასუხი მხოლოდ ერთია - ისევ დემონსტრანტების ცემაში ( ემზადებიან არჩევნებისთვის )
იმედის დარბევის დროსაც ზვიად ხარაზიშვილი იყო სპეცრაზმის უფროსი და პირადადხემძღვანელობდა. რას უკავშირდება ასეთი კრიმინალის დანიშვნა ვახტანგ გომელაურის მხრიდან ? ისევ ხომ არ აპირებს უშიშროება იგივე შემადგელობით ტელევიზიის დარბევას ( ამჯერად უკვე რუსთავი 2 - ის ) ?
"ალიას" უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ესაუბრა:
- მინდა გესაუბრებით ადამიანებზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მთელი 9-წლიანი მმართველობის პერიოდში მთელი შეგნებით ემსახურებოდნენ წინა ხელისუფლებას, იქცნენ ჯალათებად და დღესაც ძალოვან უწყებებში მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებენ. მაქვს არაერთი მტკიცებულება, რითაც შემიძლია დავადასტურო, რომ პირებს, რომლებსაც დავასახელებ, შესაძლებელია, კონკრეტულ დანაშაულებში ჰქონდეთ მონაწილეობა მიღებული. მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ 2008 წლის სექტემბერში სოფელ დისევიდან გაიტაცეს ოსი ეროვნების ორი მოქალაქე და "მოდულის" შენობაში დასაკითხად წაიყვანეს. ისინი ერეკლე კოდუას ცემაში შემოაკვდნენ, რის შემდეგაც, ერეკლე კოდუას დავალებით, სოდ-ის სპეცღონისძიების სამმართველოს უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, დამარხა ამ ოსების გვამები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობს ამ ბაზის თანამშრომელი გოჩა შარიქაძე. ამავე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ოსი ეროვნების კიდევ ორი მოქალაქე აიყვანეს, სავარაუდოდ, ლენინგორის მაცხოვრებლები, როლებიც ასევე, დაიკითხნენ "მოდულის" შენობაში, შემდეგ აიყვანეს ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სოდ-ის ბაზაზე, ჩასვეს სამიზნედ განკუთვნილ "ბეტეერში". ამ ადამიანების მიმართ გასროლა განახორციელა მებრძოლმა დავით ფიცხელაურმა, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთი განყოფილების უფროსად დაინიშნა. გასროლის შედეგად, ვერ მოხერხდა აღნიშნული ორი მოქალაქის ლიკვიდაცია, რის შემდეგაც ეს პიროვნებები შეეცადნენ გაქცევას, თუმცა, მათი ლიკვიდაცია სოდ-ის სპეცჯგუფის მიერ მოხდა დანაყოფის მეთაურ ხარაზიშვილის ბრძანებით. გვამები ჩამარხეს ამ "ბეტეერიდან" 20-30 მეტრში - ხელმარცხნივ. 2009 წელს აღნიშნულების გვამები ამოთხარეს ძაღლებმა. ხარაზიშვილის დავალებით, ჯანყარაშვილმა გვამები დაწვა და ნარჩენები იქვე დამარხა. ეს ჯანყარაშვილი ამის მერე დაინიშნა სამმართველოს შეიარაღების უფროსად. ამ საქმეებში ასევე მონაწილეობდნენ გოჩა შარიქაძე, მილერ ლაგაზური, სოსო წიკლაური, გულიჯან ლუბიანური, იაგო ახალკაცი. ესენი ჩვეულებრივი, რიგითი პოლიციელები იყვნენ.
- რატომ აიყვანეს ეს ადამიანები, რა ინფორმაციას ფლობთ?
- ვფიქრობთ, ეს ადამიანები აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხების თვითმხილველები არიან.
- რა თანამდებობაზეა დანიშნული ამ დროისთვის ზვიად ხარაზიშვილი?
- ეს ადამიანი ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში დაინიშნა შს სამინისტროს სპეცდანიშნულების სამმართველოს უფროსად, გორში. ყველაფერი, რაც მე გითხარით, იმ დონის ინფორმაციაა, რომლის საფუძველზეც, მინიმუმ, გამოძიება უნდა დაიწყოს. ეს ადამიანები, პირველ ეტაპზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში თუ არ მიეცემიან, მინიმუმ, საქმეების გამოძიებამდე მაინც უნდა ჩამოშორდნენ თანამდებობებს. არ გამოვრიცხავ, ესენი და მათი მსგავსი ადამიანები, რომლებიც მთელი შეგნებით ემსახურებოდნენ დამნაშავე რეჟიმს, როგორც კი ხელისუფლებაში მობრუნებას დააპირებენ, ყველანაირ პირობებს შეუქმნიან. ამიტომაც მოვუწოდეს შს მინისტრს, რომელიც, ასე თუ ისე, ახალია, ყურადღება მიაქციოს ჩვენს ამ ინფორმაციას და გადაამოწმოს. მე კი ვადასტურებ, რომ ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ნამდვილი.
100% ბევრ მაღალჩინოსანს მოუწევს პასუხი აგოს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.
რაოდენ სამწუხაროდაც არ უნდა იყოს ეს იქნება რუსების მიერ საქართველოსთვის გატანილი პრესტიჟის გოლი.
თუმცა ჩვენ უფრო მეტი მასალა გვაქვს რუს-ოსების ვანდალიზმზე და ბოლო ბოლო ფაქტია რო გენოციდი ჩაგვიტარეს.
იმედია დასჯიან იქითა მხარეზე მყოფ მანიაკ მკვლელებს და აქეთა მხარეზეც.
იმედია სამართალი იზეიმებს.