კი! --- ნამდვილი პოლიტიკოსები ნამდვილად კარგი ადამიანები არიან და თავიანთი ქვეყნების ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს ერთგულად ემსახურებიან და მცირე გადაცდომებზე სკანდალებში ეხვევიან --- ჰყოფნით პატიოსნების და პასუხისმგებლობის შეგნების შესისხლხორცებული უნარები და
უპრობლემებოდ გადადგებიან ხოლმე საზოგადოების წინაშე ბოდიშების ხდით...
გლეხურად რომ ვთქვათ --- იქ არ ისაქმებენ, სადაც ჭამენ და სვამენ მათი თანამოაზრე მხარდამჭერები.
ჩვენ რომ ურცხვად დაგვიწყებია უდავო აქსიომა, რომ სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობს! --- მათ არ ავიწყდებათ არასოდეს იმ უბრალო მიზეზის გამოც, რომ ერთი რჩება და მეორე ვერასოდეს.
ჩვენში იგი ასეა ჩაკირული ---- ნა!
მაგალითად: ათეული წლების შემდეგაც, თუ ბორდელიდან გამოყვანილი და შენდობილ- გაპატიოსნებული ოჯახის დედა კვლავ იბოზებს... იმწამსვე
ეს ,,ვერაგი'' მახსოვრობა უკითხავად აყვირდება --- ეს ნა-ბოზარი... ნა-ჩათლახარი და ა. შ..... წამოაძახებენ უდავოდ და სამართლიანად ამ ნაიარევს...
ბოდიში და პატიება-შენდობა ის ჯებირია, რომელიც აგროვებს მრისხანებას მიცემული სიტყვის გატეხვისას.
ამიტომაა ჭეშმარიტება, რომ --- არავინ არავის არა ჰკლავს! ყველა თავად ჰკლავს თავის თავს თვითმკვლელურ გზაზე უგუნური შედგომით, რაც დამოკლეს მახვილივითაა... ბუმერანგივით.
წარუვალიდან წარმავალში დაშვებული დრონი მეფობენ წუთი-სოფელში და არა მეფენი, რადგან დროებით ეძლევათ ხელმწიფებანი ადამიანობაში გამოსაცდელად.
axalirevolucia წლებია ვკითხულობთ ერთმანეთის ნააზრევს და იცი, რომ რატომღაც ზუსტად ახდა- ხდება ჩემი წინათქმები და როგორც ადამიანს დიდ პატივს გცემ ურფუსთან ერთად. კარგად იცი, რომ ყველა ადამიანში სუფევს უდავოდ კარგი და დადებითი, რომელსაც მთლიან ავ-კარგში კონკიასავით გამორჩევა ეგების ქვიშისაგან და გაძლიერება, რათა ავი გადაწონოს კარგისაკენ... რაც წარსულზე სინანულის აღიარების გარეშე ვერ ხდება.
მართალ სიტყვას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია შედეგებზე, რადგან უდავოდ მატერიალიზირდება იგი ამ სამყაროში და უკან ბრუნდება ვისთვის ბუმერანგად და ვისთვის შურისძიებად --- რწმენისამებრ!
ურწმუნო ადამიანი კი არ არსებობს --- თვით უკიდურეს ათეისტსაც სწამს ამ სამყაროს არსებობისა, მეცნიერების კანონიზმიერებების და არსებულზე
ჩატარებული მანიპულაციების შედეგების, ევოლუციის და ა.შ.
ისტორიას მრავლად ახსოვს ფაქტები, როდესაც ზღაპრულნი ჩვეულებრივ რეალობად ქცეულან... --- დიდი კვლევა-ძიების, ცოდნა-განათლების და უანგარო-ანგარებიანი შრომის შედეგად, რომელნიც წაღმაც გამოიყენება და უკუღმართულადაც...
ყველაზე საშიში ,,დრო'' დაიწყო --- სიცილ-ხარხარისა წარმავალის მონებზე...
,,ვირებზ უკუღმა ზიან და ჰგონიათ წაღმა მიაჭენებენ...''
This post has been edited by triumpi on 19 Oct 2015, 13:05