#45999126 · 21 Oct 2015, 00:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mepar
QUOTE | მისმინე მეგობარო, ან საერთოდ არ იცნობ ციხის ცხოვრებას ან საერთოდ არ იცი რა ისტორია აქვს ქართულ ციხეს... ნუ ბოდიალებ რაღაცეებს, პატიმრის წამება ბედუკაძემდეც იყო და ბედუკაძეს შემდეგაც იქნება, შენ თუ გგონია რომ ეხლა არავის აწამებენ და ადმინისტრაცია ვინმეს არ ტისკავს მაგრად ცდები. შენ თუ გგონია რომ 2003 წლამდე ციხეში არავის აუპატიურებდნენ მაგრად ცდები, შენ თუ გგონია რომ ეხლა ე.წ. საქათმეში ვიღაცას ნების საწინააღმდეგოდ არ ტყ..ნავენ მაგაშიც მაგრად ცდები... აქ გაყალებებული იყო პატიმრის გაუპატიურება, მე ვიცი რომ ადმინისტრაცია მსგავს მიდგომას ვინმეს გასანასეტკებლად არ მიმართავდა და რასაც მიმართავდა ის კი იყო გადაღებული ფარული კამერით როცა ცემდნენ პატიმრებს, ეგ ყოველთვის იყო და იქნება, ქურდული ციხის თანხმლები პროცესია, როცა კაზიოლები ჭირდებათ და არსებული რესურსი ნასეტკების საკმარისი არაა ზონის საკონტროლებლად. განსაკუთრებით მაშინ როცა ზონა "წითელია", გლდანის ციხე კი სწორედ "წითელი" იყო. |
ციხეებში ჩადენილ წამებებში ადმინისტრაცია ასე აშკარად არასდროს ყოფილა ჩარეული და მსგავს შავ სამუშაოებს კანონიერი ქურდები განაგებდნენ, რომლებიც რეალურად ციხის უფროსების მოადგილეები იყვნენ და მათთან ერთად მონაწილეობდნენ ციხის მართვაში. ამის გასამრჯელოდ მათ (ქურდებს) უფლება ქონდათ თავიანთი ფინანსური ინტერესები განეხორციელებინათ.
ჩვენ ვიღვწვით კანონიერი სახელმწიფოს ჩამოყალბებისთვის და მაგალითისთვის თანამედროვე ევროპა გვაქვს. შენი მინიშნება, რომ სისასტიკე ადრეც ხდებოდა და ოდესღაც სარზეც სვამდნენ, ვერაფერი ნუგეშია. საზოგადოების განვითარება-გაჰუმანურება ყველა დონეზე და ყველა სოციალურ ჯგუფისთვის თანაბრად თუ არ მოხდა, ჩათვალე, რომ წინ ვერ წავსულვართ. თუ ეთანხმები მსგავს სადისტურ ქმედებებს, ამაში მარტო არ ხარ და მოითხოვეთ ჯალათის ინსტიტუტის შემოღება, რომელიც სასამართლოს გარეშე, საკუთარი შეხედულებით დაუწყებს პატიმრებს წამებას. ოღონდ არ დაგავიწყდეს, რომ ოდესმე პატიმრად შენც შეიძლება გაიჩითო შენს მიერვე დანიშნულ ჯალათთან.
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|