რუსეთის შს სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ელენა ალექსეევას განცხადებით, 4 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიზნესმენი ამირან გიორგაძე , რომელსაც პრესამ ” Красногорский стрелок” დაარქვა, მკვდარი იპოვნეს.
მოსკოვთან ახლოს, სოფელ ტიმოშკინოში, ერთ-ერთ სახლში ნაპოვნია გიორგაძის ცხედარი. სახლის პატრონის თქმით, ის მხოლოდ დღეს დაბრუნდა და შენიშნა ჩამტვრეული ფანჯარა. გვამის გვერდით ნაპოვნია იარაღი. წინასწარი მონაცემებით, ამირან გიორგაძემ თავი ჯერ კიდევ 19 ოქტომბერს მოიკლა.
შეგახსენებთ,რომ 19 ოქტომბერს კრასნოგორსკში სისხლიანი დრამა დატრიალდა. ადგილობრივმა ბიზნესმენმა, ამირან გიორგაძემ კრასნოგორსკის ვიცე-მერი და ელექტროქსელების სამსახურის უფროსი მერიის შენობაში სასტიკად სცემა და დახოცა. ამის შემდეგ, მანქანაში დამალულს, მოეჩვენა, რომ მას მისდევდნენ და სკუტერზე მჯდომი 55 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი მოკლა. მოგვიანებით მის აგარაკზე მისი ბიზნესპარტნიორის, ტრისტან ზაქაიძის გვამი აღმოაჩინეს.
52 წლის ტრისტან ზაქაიძე დღეს თბილისში ჩამოასვენეს, კვირას მას კასპის რაიონში, მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.
http://www.postalioni.com/2015/10/%E1%83%9...83%A0%E1%83%98/