#45999233 · 21 Oct 2015, 00:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ზოგადად სკოლებში სწავლებისას, ამა თუ იმ საგნის ცოდნა თითქმის მეათე ხარისხოვანია (არა ჩვენთან რა თქმა უნდა), მნიშვნელოვანია თავად სწავლების ცოდნა.
|
გეთანხმები... უბრალოდ, ეს ყველაფერი გამოცდილებაა ჩემო კარგო... სწავლების ცოდნას გამოცდილების შედეგად სწავლობ...
QUOTE | მომავალი თაობის გაწირვაა.
|
მომავალ თაობას პირველ რიგში საკუთარი მშობელი წირავს და გეტყვი რატომ....-საკუთარი გამოცდილებით ვამბობ---როგორც წესი , ქართველ მშობელს უჭირს და არ უნდა საკუთარი შვილის ობიექტური შეფასება, ხშირ შემთხვევაში, ზარმაცი და არაფრის მაქნისი ბავშვის მშობელი თვლის, რომ შვილი დაუჩაგრეს, მიდის დირექციასთან საყვედურებით, რომ მასწავლებელი მის შვილს ნიშანს აკლებს...... შედეგად ბავშვს , რომელსაც 6 ან ეკუთვნის ან არა, შეიძლება 8 ნიც დაუწერო, იმიტომ რომ ''ყველა ქართველი ბავშვი ნიჭიერია ''. დამღალეს უფრო მშობლებმა, ვიდრე ბავშვებმა....ობიექტურობა, სიმკაცრე არ გამოდის საქართველოში, მაინც მასწავლებელს ამტყუნებენ, მაინც მასწავლებელს აწმენდენ ხელებს....შედეგი-20 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ.....და სავარაუდოდ კიდევ დიდხანს ვიტრიალებთ...მანამ,სანამ არ იმატებს იმ მშობელთა რიცხვი, რომლებიც პრობლემას მარტო მასწავლებელში კი არა, თავის შვილშიც დაინახავენ ....ასეთი მშობელი არ გაზრდის ''თვითკმაყოფილ და ზე-თვითდაჯერებულ'' შვილს, არამედ მომრავლდება იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ცვლილებებზე იფიქრებენ და პირველ რიგში საკუთარი თავით დაიწყებენ...
|