#46003437 · 21 Oct 2015, 15:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
THH
QUOTE | სრულიად ვეთანხმები OldUncle-ს. ვაჟა, დღეს შიმშილობაზე მეტედ შენი მოგონებები წაგვადგება. სულ მეგონა რომ 1989 წლის 10 აპრილს, დარბევის მეორე დღეს რუსთავში დიდი მანიფესტაციის ინიციატორი შენ იყავი, მაგრამ სხვაგან წავიკითხე, რომ 9 აპრილს მოსკოვში ყოფილხარ (თუ შემეშალა, გთხოვ გამისწორო). ის მანიფესტაცია პირდად ჩემთვის წამალივით იყო: როდიონოვის სასაკლაომ ქართულ სულს ვერაფერი დააკლო..
|
9 აპრილის დარბევის შემდეგ მე და კონსტანტინე ჩოგოვაძე ჩავედით მოსკოვში ამერიკის საელჩოში და პირადად ვაცნობეთ ამ დარბევის ამბავი. ასე რომ 10 აპრილს მე არ ვიყავი რუსთავში. თუმცა მალე დავბრუნდი თბილისში და საპროტესტო აქციები გავაგრძელე. * * * როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა რომ პირველ ნოემბერს დღის სამ საათზე მთავრობის სახლის წინ იწყება ჩემი საპროტესტო სასიკვდილო შიმშილობა და სწორედ იმიტომ რომ ეს თემა მწვავედ პოლიტიკურია ამ თემას ძირავენ. ეს სასიკვდილო შიმშილობა გარდაუვალი ხდება. ხელისუფლება იმის ნაცვლად რომ რეაგირება მოახდინოს ჩემს მოთხოვნაზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიცვას თავისუფალი საარჩევნო გარემო, ცინიზმზეა გადასული და აშკარად აპირებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას. მე ქალაქ რუსთავის მუნიციპსალიტეტის მერიის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ნიკოლაევასგან მივიღე N 02/8651 ოფიციალური წერილი რომლითაც მეუბნებიან, რომ თურმე უფლებას მაძლევენ რუსთავის თეატრის უკან მდებარე მიგდებულ სკვერში 23 ან 30 ოქტომბერს ჩავატარო საპროტესტო აქცია. ეს არის აშკარა ცინიზმი და პოლიტიკური მკვლელობა, იმიტომ რომ ჩემი პროტესტი გამოიწვია ხელისუფლების მხრიდან 31 ქტომბერს რუსთავის თეატრში დაგეგმილი პოლიტიკური გაერთიანების "ახალი ეროვნული პოლიტიკის" დამფუძნებელი ყრილობის მიზანდასუხულმა ჩაშლამ და პროტესტის ფორმა არის სასიკვდილო შიმშილობა თბილისში მთავრობის სახლის წინ.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|