ივანიშვილი: მარგველაშვილს არ აქვს უფლება მოსამართლეს მიანიშნოსყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას "აბსულუტურად უპასუხისმგებლოს" უწოდებს.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტმა კანონი დაარღვია.
"აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იყო პრეზიდენტის გამოსვლა და კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა საზოგადოებას. კიდევ ერთ გაუგებრობაში მოყვა ეს კაცი. კაცმა, რომელსაც კონსტიტუციით ევალება კონსტიტუციური ბალანსი, დაარღვია კანონი. კანონის სადარაჯოზე მდგომად უნდა თავი მოგვაწონოს და ამ დროს თვითონ არღვევს მას თავისივე გამოსვლაში – მარგველაშვილს არ აქვს უფლება მოსამართლეს მიანიშნოს. ისივე როგორც, არ ჰქონდა უფლება განაცხადოს ის, რომ რაღაც ხდება", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილს მოუწევს განმარტებების გაკეთება.
"მას მოუწევს განმარტებების გაკეთება. ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც ხატავს სიტუაციას, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიდის ქვეყანა, უნდა რომ მხარი მხოლოდ ამ დაუძლურებულ ძალას დაუჭიროს და "გააპრავოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
http://www.info9.ge/politika/131584-ivanis...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo