ვინ გითხრა, რომ არ აფინანსებს, ხელფასები ხომ გაუზარდა, სანამ პრემიერი იყო?
საპარტნიორო ფონდში 6 მილიარდზე მეტია და თუ რამე საქვეყნო საქმის გამკეთებლები არიან, აიღონ და დააფინანსონ
მაგრამ ღორი ღორობას მოიშლის??? არასოდეს!
ახლა სხვები მოაჯდნენ კარმუშკას, შენთვის რა განხვავებაა, კეზერაშვილი მოიპარავს, სააკაშვილი, უგულავა თუ ხადური და პეტრიაშვილ-პავლიაშვილი?
ესენი სხვა პლანეტიდან მოვიდნენ? იმავე ჯადოსნური ყუთიდან არ ამოიყვანა, საქართველოს პოლიტ-ელიტა რომ ჰქვია?
და მათი ნახევარზე მეტი - პორტირებული ნაცი არ არის?
ან ნაცების მშობელი დედის - მოქკავშირელი???
სადმე ვთქვი, რომ კარგად არის საქმე?
მაგრამ ტირანია და სადიზმი რომ აღარ პარპაშებს დაუსჯელად, თან სახელმწიფოს სახელით!, სახელმწიფო რომ საკუთარ მოსახლეობას არ აწამებს და არ ატერორებს - ეს ცოტა გგონია???
იმდენად ჭრელია კოალიცია, გული გაგისკდება ეს განსხვავება რომ გაიაზრო
თავად არ ესმით ერთმანეთის
რესპები ზურგს უკან დასცინიან და ნაცებს ეკურკურებიან
ალასანია და მარგველაშვილი - უკომენტაროდ
ვინღა დარჩა - გაღორებული და იდიოტი მრეწველები?
თუ იდეური მსახიობ-მომღერალ-სპორტსმენები ჩოხით და ჯვრებით ხელში?
* * *
ერთი რამ არის კიდევ, მმნიშვნელოვანი -
ადამიანს, რომელიც არცერთ პარტიაში არ ვარ და ვცდილობ ობიექტური ვიყო, მე რომ მეტყვი, ივანიშვილი წუწურაქია, სააკაშვილი და მისი მილიონერები კი ქვეყანაზე გადამკვდარიო, - დაგიჯერებ?
რა თქმა უნდა, არა, ფაქტები მაქვს, უტყუარი
წამგებიანი ეს პოზიცია თქვენთვის
კიდევ ვერ ხვდებით, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვათ?
რომ ეს უფრო მომგებიანია ხალხის თვალში, რომლის ხმებზეც ნადირობთ?
* * *
იმის მერე რაც 5 წელი დასჭირდა სიტუაციაში გასარკვევად, - ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, უპრინციპობა და მთხლეობა ივანიშვილის მხრიდან, - იყო პრემიერობიდან გადადგომა და ღარიბაშვილის დატოვება
შენ გენდო ხალხი, შენ მოგცა ხმა და კეთილი ინებე, იარე სამსახურში და იმსახურე 4 წელი!!!
იმის მიუხედავად, რომ სამსახურში სიარულის აუცილებლობა არ გაქვს და გეხალისება თუ არა!
ეს იყო გაუმართლებელი უპასუხისმგებლობა და ამას მოჰყვა ამდენი გაუგებრობა და სალაპარაკო
ცუდი იქნებოდა თუ კარგი - პრემიერი ის უნდა ყოფილიყო 4 წელი