პირველ რიგში იმას გეტყვი, რომ აბსოლუტურად არ მჯერა ამ რაღაც იდიოტობის ანუ რაც პირველ პოსტში წერია.
ვინმე რამეს გეგმავს თუ არ გეგმავს სხვა ამბავია და რომც გეგმავდეს ასეთი საკითხები ასე არ წყდება.
მე მილაპარაკია ცოცხალ მიშასთანაც და ბოკერიასთანაც, რამდენჯერმე...შორეულ 2001 წელს, როცა თარგამაძე მოვაშორეთ...მე ვიყავი იმ სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და რამდენჯერმე შემხვდნენ თავიანთი ინიციატივით, იყო მათი მხრიდან ჩვენი მართვის სურვილი, თანხის და სამომავლო პერსპექტივების შეთავაზებაც. მაშინ მომიწია შეხვედრა სააკაშვილთან, ჟვანიასთან, ბოკერიასთან, მერაბიშვილთან და ადეიშვილთან ორჯერ, სხვა ათამდე სტუდენტთან ერთად, მათ შორის მახსოვს იყო დაჩი ცაგურიაც...თეა თუთბერიძეც იყო, მაგრამ იმ შეხვედრებზე არ დაუძახეს და სულ გაყიდულები გვეძახა, მაგათგან მართულები გაიჩითეთ და გვიმალავთ, არ გვეუბნებითო...საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ იმ აქციების ლიდერებიდან მხოლოდ თეა თუთბერიძე გაიჩითა მაგათთან.

გივი თარგამაძესთან და ლევან რამიშვილთან ყოველდღიურად მიწევდა შეხვედრა, 3-4 ჯერ შევხვდი კობა დავითაშვილს და ზვიად ძიძიგურს, რომლებიც მაშინ ბევრად უფრო წონადი ფიგურები იყვნენ მაგ ჯგუფში, ვიდრე ყველასთვის უცნობი მერაბიშვილი და ნაკლებადცნობილი ადეიშვილი.
ყველაზე ახლოს და დღეში რამდენიმე საათის გატარება მიწევდა კეზერაშვილთან და გიორგი არველაძესთან.
კიდევ ვიღაცეები ჩითავდნენ იქ - ლადო ჭიპაშვილი მაგალითად...
ჰოდა: სააკაშვილის ლექსიკა დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც აქ წერია, ეტყობდა მაგარი დაკომპლექსებული ტიპია ბავშვობიდან თუ უბნიდან და ამის გადაფარვას ცდილობს ძალიან ხელოვნურად ჟარგონზე საუბრით და კიდევ უფრო ხელოვნური ფამილარობით.
ბოკერია არ საუბრობს ეგრე. ყოველ შემთხვევაში მე არ შემიმჩნევია.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey