ეს ყველაფერი თუ დადასტურდა გამოდის, რომ არც თუ ისეთი "შტერი მაგრამ ჰუმანური" მთავრობა გვყოლია. ანუ ეს ყვეალფერს მართლა ამოატრიალებს.
ამათ თუ ეს კადრები დადგეს, რაფალიანცი და რ2-ის მფლობელი მოკლეს, მედიას ებრძვიან და ა.შ. მაშინ გამოდის, რომ ნაცების არაჰუმანურობაზე საუბარი ოცნების წამომადგენლებისგან ცინიზმია

ოცნების უბრალო მხარდამჭერები კი იგივენაირად აქცევენ ზურგს ოცნებას, როგორც თავის დროზე ნაცებს. თუ მაინც ოცნების მხარდამჭერები დარჩნენ და მაშIნ არ განსხვავდებიან არაფრით ნაცების გამპრავებლებისგან.
ანუ რა გამოდის? საქართველოს პირველი ორი პარტია არის მწამებლებით, მკვლელებით, აფერისტებით და ბიუჯეტის ვირთხებით დაკომპლექტებული.
ერთმანეთ ეხლა იმაში ეჯიბრებიან ვინ უფრო მეტი კაცი გააუბედურა და მოკლა. ოცნება გამოდის და იძახის ნაცებმა 5 კაცი გააუპატიურესო, მერე ნაცები გამოდიან და ეგ რა არის, იმათ 6-ს ცოცხი გაუკეთესო და ა.შ. დაახლოვებით ასეთი რეალობაა

არჩევნებისთვის ალტერნატივა კი არის ალასანიას პარტია, რომელიც უკვე იყო ხელისუფლებაში და პრობლემებს მარტო მაშინ ხედავენ როცა ოპოზიციაში არიან.
შემდეგი ალტერნატივა არის ბურჯიკა, ის გამოქლიავებული ევრაზიული ნეიტრალური საქართველო თუ რაღაც ეგეთი, ინაშვილის პარტია - ამათ მოსვლას სულ არ გვყავდეს არავის სჯობს.
კიდევ არის შალიკო, რომლის მოწოდება ოპოზიციონერობაა და ხელისუფლებაში მგონი თვითონაც არ უნდა

ასევე არიან სხვა პაჭა-პუჭა პარტიები, რომელთაც არანაირი პოლიტიკური წონა არ გააჩნიათ.
მოკლედ სასწაული არჩევნები იქნება
This post has been edited by Interimo on 24 Oct 2015, 12:22