ბოკერიას ციხეში ჩასმა დიდი ხანია სურთ.
განსაკუთრებით ეს უნდა ჩვენ ნომერ პირველ მოქალაქეს,
რომელსაც საქართველოს მოქალაქეობაც კი არა აქვს.
შეგახსენებთ, ჯერ კდევ როდის ამბობდა ივანიშვილი,რომ
უშიშროების საბჭოს მილიონები აქვს "შეჭმული." აი, ნახავთ
ცოტა ხანში დაიდება მასალებიო.
დიდი მონდომების მიუხედავად, ბოკერიას მიერ "მითვისებულ" ფულს ვერ მიაგნეს
(ბნელი ოთახისა და შავი კატის არ იყოს).
არადა, გიგას დაჭერის სურვილი სულ უფრო მძაფრდებოდა.
მითუმეტეს, ახლა, რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით,
ბოკერიას თავისუფლებაზე ყოფნა ძალიან არაკომფორტულია.
ჰოდა, მიშას და გიგას შორის უნიჭო დიალოგიც გამოცხვა!
თან, როგორი დამაჯერებელი!
ნახევარმა საქართველომაც აიტაცა.
ვერაფერს იტყვი. შესაშურ მეთოდს მიაგნებს ოცნებისტებმა.
მოსხიპე კონკურენტი პარტიის ვერხუშკა, გაასტერილე ტელევიზიები
(არა მხოლოდ რუსთავი2!) და პერიოდულად აჩვენე ადამიანების წამების საზარელი
კადრები და მხოლოდ 2016- ში კი, არა პუტინის რეკორდსაც უმტკივნეულოდ მიჯირყვნი!
vita brevis...