სოფელ ნაფეტვრების მოსახლეობამ გზის საფარის საკუთარი სახსრებით დაგება დაიწყო
24 ოქტომბერი 17:500
სოფელ ნაფეტვრების მოსახლეობამ გზის საფარის საკუთარი სახსრებით დაგება დაიწყო. ადგილობრივებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მცხეთის გამგეობაში მრავალგზის მიმართვის მიუხედავად, მათი პრობელმა ისევ მოუგვარებელი დარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ნაფეტვრების მოსახლეობა აცხადებს, რომ მცხეთის გამგეობაში სოფლის დახმარების პროგრამით გამოიყო ხუთი ათასი ლარი. თუმცა, მათი თქმით, თანხა სოფლის ინფრასტრუქტურულ პროქტებს არ მოხმარდა და 13 ივნისს სტიქიისგან მიყენებული პრობელემების აღმოსაფხვრელად დაიხარჯა.
საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, სოფელ ნაფეტვრებში, დღემდე მოუგვარებელია წყლის პრობლემაც. მოსახლეობა სასმელ წყალს ინდივიდუალური ჭის მეშვეობით იღებს, რომელიც ამ დრომდე არ შემოწმებულა. სოფელს არ მიეწოდება ბუნებრივი აირიც.
http://news.ge/ge/news/story/156931-sofel-...-dageba-daitsyo